ბათუმში 16 დღეა, COVID-19 არ დაფიქსირებულა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბათუმის ლაბორატორიებში  COVID-19-ზე 280 პირი გამოიკვლიეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა გამოკვლეული ტესტის პასუხი უარყოფითია.

აჭარის რეგიონში 30 აპრილის შემდეგ, უკვე  მე-16 დღეა, ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება.

14 მარტის შემდეგ აჭარაში COVID-19 71 პირს დაუდასტურდა, მათგან უმრავლესობა ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.

ხვიჩა მამულაძე