ლიბერიაში ებოლას ვირუსს ამერიკული ლაბორატორიები შეისწავლიან

გ2

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, ლიბერიაში, ებოლას ვირუსის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად, სამი სამედიცინო მობილური ლაბორატორია გახსნა. ინფორმაციას აფრიკის კონტინენტზე, ამერიკული სამხედრო უწყების მეთაურზე დევიდ როდრიგესზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters -ი არცელებს. ,,ლაბორატორიებში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე მედ პრესონალი იმუშავებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების კვლევით ცენტრს წარმოადგენენ. ჩვენი მედიკოსები 24 საათის განმავლობაში მიიღებენ უახლეს ინფორმაციას, დაავადების ეპიცენტრიდან“ – აცხადებს როდრიგესი. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბერიაში პარალელურად 20 სამხედრო სამედიცინო დარგის ექსპერტი მუშაობს, რომლებიც ამერიკის ინფექციური დაავადების ცენტრის საიდუმლო სამსახურის აგენტები არიან.