გაერო პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს

g1

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის, უმაღლესი კომისრის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, დონბასში მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული პუნქტების დაბომბვის პასუხისმგებლობა, კიევს ეკისრება. იუწყება სააგენტო ,, ТАСС“-ი. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონიდან მიღებული ინფორმაციით, დასახლებული პუნქტების დაბომბვის პასუხისმგებლობა კიევის ხელისუფლებას ეკისრება. უკანასკნელი კვირის განმავლობაში, ქვეყნის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დასახლებულ პუნქტებს ინტენსიურად ბომბავენ, შედეგად რამოდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლია დანგრეული და შესაბამისად ფიქსირდება მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეების რიგებში“ – ნათქვამია დოკუმეტში. თუმცა დონეცკის მახლობლად აღმოჩენილი სამარხების შესახებ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ისევ დუმს. გაეროს სპეციალური კომისიის წარმომადგენელის სტეფან დუჟარიკის განცხადებით, კომისია აქტიურად მუშაობს და მასიურად დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების სამარხების თაობაზე განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ.