კანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ქართველი ბავშვები მონაწილეობენ

კანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალ-2020-ში – „პატარა ოცნებები“ ქართველი ბავშვები მონაწილეობენ. ანასტასია ბაკურაძე და მარიამ ბერძენიშვილი სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პატარა მოდელები არიან.

„მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოდის შესახებ გახლავთ, სადაც მონაწილეობენ რამდენიმე ქვეყნის წარმატებული პატარა მოდელები  სხვადასხვა ბრენდის სამოსით. აგრეთვე იხილავთ მათ მშობლიურ ენაზე ინტერვიუს. ეს ფილმი წარდგენილია კანის ფესტივალზე განსახილველად“, – განაცხადა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა, ეკა მგალობლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ცნობილ ბრენდთან ერთად ფილმში წარმოდგენილია ქართველ დიზაინერ „PATUNA“ -ს საბავშვო კოლექცია.

                                                                    გიორგი საკარული