დაზავების შემდეგ 60 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ყყ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, სამხედრო უწყებამ 60 მეომარი დაკარგა.აღნიშნული განცხადება უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაიდო.,,5 სექტემბრიდან დღემდე,რეგიონში 57 სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ,316 პირი კი მძიმედაა დაჭრილი.ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ,რომ ამბოხებულები სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს არ ასრულებენ და სულ უფრო ღიად მოდიან პროვოკაციაზე.მსხვერპლია ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების რიგებშიც“ – ნათქვამია განცხადებაში.სექტემბრის დასაწყისში კიევმა და რეგიონში ფედერალიზაციის მოთხოვნით აჯანყებულებმა, სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს,რომელიც ასევე ტყვეების გაცვლას ითვალისწინებს,თუმცა უკანასკნელი კვირის მანძილზე დონეცკის ცენტრში რამოდენიმე სისხლიანი შეტაკება მოხდა.უკრაინელი სამხედროების მიერ უმისამართო სროლას, რამოდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.