დონეცკის ,,სახალხო რესპუბლიკა” პოროშენკოს ინიციატივას გამოეხმაურა

ყ6

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე პრემიერი ანდრეი პურგინი,უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა,რომელიც რადას ლუგანსკის რეგიონის საზღვრების შეცვლას სთავაზობს.,,ყველა ეს იურიდიული თამაშები,შიგა მოთამაშეებზეა გათვლილი.ისინი კანონებით,აქტებით,უაზრო დოქტრინებით და კიდევ ათასი სისულელით საკუთარ თავს ქვიშაში ფლობენ,როგორც სჩანს ძალაუფლებას მოწყურებული ხროვა სირაქლემას პოზაში ყოფნაზეც თანახმაა,ოღონდ კი პოლიტიკურ არენაზე დარჩნენ.კანონი,რომელიც არასდროს არ იმუშავებს,ისევ პიარის ნაწილზეა გათვლილი.კიევი მზადაა დნეპროპეტროვსკის ნარჩენები როგორმე მიიერთოს და მორიუპოლი ადმინისტრაციულ ცენტრად აქციოს,მაგრამ ამით რა??არც არაფერი,აქ ჩვენ ვდაგავრთ და ეს ფაშისტების მიწა არასდროს გახდება“ მკაცრი ტონით აღნიშნა პურგინმა.6 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა,ქვეყნის უმაღლესი რადას დეპუტატებთან შეხვედრის დროს,ლუგანსკის რეგიონის საზღვრების შეცვლის ინიციატივა გააჟღერა და მოსთხოვა დეპუტატებს აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში კანონად აქციონ.