პოროშენკო რადას ლუგანსკის რეგიონის საზღვრების შეცვლას სთხოვს

ყ3

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო,ქვეყნის პარლამენტს,ლუგანსკის რეგიონის საზღვრების შეცვლის ინიციატივას სთავაზობს.ინფორმაციას პრეზიდენტის პრესამსახური ავრცელებს.ფრაქციების ხელმძღვანელების სხდომაზე,რომელშიც გარკვეული დეპუტატების ჯგუფიც ღებულობდა მონაწილეობას,პრეზიდენტმა დაავალა მათ რომ,აქტიურად იმუშაონ და უახლოეს დღეებში მიიღონ კანონპროექტი,რომელიც ლუგანსკის რეგიონის საზღვრებს შეცვლის.როგორც პოროშენკოს სპეციალური წარმომადგენელი უმაღლეს რადაში რუსლან კნიაზევიჩი აცხადებს: ,,აღნიშნული საკითხის განხილვა აუცილებლობას წარმოადგენს,რადგან ტეროტორიები,რომლებსაც უკრაინელი ძალოვნები ვერ აკონტროლებენ საკონსტიტუციო ჩარჩოში უნდა მოექცეს და ქვეყნის კანონმდებლობას უნდა დაექვემდებაროს.ლუგანსკის რეგიონი უკრაინის ნაწილია და ჩვენს მიერ უნდა კონტროლდებოდეს“ – აცხადებს კნიაზევიჩი.გავრცელებული ინფორმაციით ფრაქციებმა და დეპუტატების უმრავლესობას აღნიშნული ინიციატივა მოიწონა და საკანონმდებლო დონეზეც აპირებენ ლუგანსკის რეგიონის საზღვრების შეცვლას მხარი დაუჭირონ.