მოწიეთ და შეირგეთ ამერიკულად

ყ2

ამერიკის შეერთებულ შტატებში მარიხუანას ლეგალიზაციისთვის მებრძოლმა ორგანიზაციებმა კიდევ ერთ ,,გამარჯვებას“ მიაღწიეს.კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერკლიში,ქალაქის ადმინისტრაციამ კანონპროექტი დაამტკიცა,რომლის თანახმადაც კანაბისის ადგილობრივი რეალიზატორები ვალდებულნი იქნებიან,საკუთარი პროდუქციის 2% უსახლკაროებს უფასოდ მოახმაროს.კანონპოექტის ინიციატორები აღნიშნავენ,რომ ,,უსახლკაროებსაც და მისაფარ მოსახლეობას აქვს უფლება თავი თავისუფალ ადამიანებად იგრძნონ.სახელწიფო ვალდებულია მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის იზრუნოს,ფაქტია ჩვენს შტატში,სამედიცინო მოხმარებისაათვის მარიხუნა ხელმისაწვდომია და ამ პირობებით ღარიბმა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ“ – აცხადებენ კანონდმებლები.,,ამერიკული პოლიტიკა უკანასკნელ პერიოდში, მარიხუანას დომინირებას საკმაოდ განიცდის.გამორიცხული არაა მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე, აღნიშნული პრობლემა რომელიმე პოლიტიკური პარტიის სლოგანადაც კი ვიხილოთ.პოლიტიკოსები ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და ხმების მოგროვების იმედით მარიხუანას ტოტებს ქუჩაშიც ააფრიალებენ“ – აცხადებენ პოლიტიკური ექსპერტები.