ელისო კილაძე – ლადო ბედუკაძე ფარული ჩანაწერი (ფრაგმენტი, აუდიო)

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ლადო ბედუკაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს, ამის შესახებ ელისო კილაძემ დღეს „პირველი რადიოს“  პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
 “ჩანაწერებში რომელიც გადმომცეს, აღმოვაჩინე არა მხოლოდ თანამდებობის პირების და ბედუკაძის პირადი მეგობრების, არამედ ჩემი სკაიპით საუბრის ჩანაწერიც. მე არ ვიცი რას აპირებენ სხვა პერსონები, მაგრამ ჩემი კერძო საუბრის ჩაწერა ჩემი თანხმობის გარეშე, როცა არ ვიცი რა მიზანს ემსახურებოდა ეს ჩანაწერი, არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვაპირებ სწორედ ამის გამო პროკურატურას მივმართო, ასევე მზად ვარ სამართალდამცავ სტრუქტურას გადავცე სრული მასალა, რომელიც 5221 ფაილს და 260 ფოლდერს შეადგენს. ჩემთვის უცნობია რა სახის ინფორმაციას შეიცავს ლადო ბედუკაძის „ფლეშკა“.