კახეთში ეპიდსიტუაციის სტაბილურობა კვლავ შენარჩუნებულია

დღეის მდგომარეობით კახეთში Covid 19-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე, მოიხსნა 2 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 578 მოქალაქე.

საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. დაიწყო მედპერსონალის ტესტირებაც.

კარანტინის ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან  29 აპრილს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი  26 ნიმუშიდან ყველა ნეგატიურია.

მაკა მოსიაშვილი