ელგუჯა ბაგრატიონი: „20 მილიონი არის სასაცილო, გაცილებით მეტის გამოყოფის საშუალება არსებობს“

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, 20 მილიონი ლარი საკმარისი არ არის. ისინი მოითხოვენ მმართველი გუნდის ორი ფრაქცია გაუქმდეს და დაზოგილი თანხა COVID-19 ფონდს მოხმარდეს. “მოკლედ უმაღლეს საბჭოს ყავს სამი ფრაქცია ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ის დამატებით ორი ფრაქცია კრიზისულ სიტუაციაში გააუქმონ და ნახევარ მილიონამდე ლარი დაზოგონ, გარდა ამისა შეიმცირონ საწვავის და სხვა ხარჯები, 20 მილიონი არის სასაცილო, გაცილებით მეტის გამოყოფის საშუალება არსებობს მაგრამ მათ არ უნდათ მათი კომფორტის მოშლა”, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ხვიჩა მამულაძე