დონეცკის რაიონი ცეცხლის ალშია გახვეული

680_370_0113

ქალაქ დონეცკის კიევის რაიონი, ორმხრივი ცეცხლის ალშია გახვეული. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტს მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილიც ემსხვერპლა. ინფორმაციას საქალაქო ადმინისტრაციის საინფორმაციო სამსახური ავრცელებს. ,,დღევანდელი დღის მონაცემებით, რაიონში სიტუაცია დაძაბულია, ისმის სროლის ხმა, დილით ადრე უკრაინელი სამხედროების მიერ უმისამართოდ გახსნილ ცეცხლს, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. დაიწვა და დაინგრა რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. წინასწარი ინფორმაციით უკრაინის სამხედრო ძალები გვინ ღამით რაიონული ცენტრის ზალპური ცეცხლით დაბომბვას გეგმავს. მოსახლეობა პანიკაშია“ – ნათქვამია განცხადებაში.