თორნიკე ბიძინაშვილი: „ეს გლობალური პროექტია, სადაც კორონა არაფერ შუაშია“

 „ქრონიკა+“-ის კითხვებს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი პასუხობს:

_ თორნიკე, რას გვეტყვით იმ ყველაფერზე, რაც დღეს ხდება ჩვენს თავს?

_ გახსოვთ კომუნიზმის დანგრევა, 9 აპრილი და შემდგომ უკვე დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერა. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველო დაიბადა. მას შემდეგ, დაახლოებით,  27-28 წელი გავიდა. სწორედ ეს უკავშირდება სატურნის ციკლს. სატურნი 27 წელიწადში ერთხელ უბრუნდება თავისი პირადი რუკის ათვლის წერტილს, ანუ უბრუნდება იმ ადგილს, სადაც იყო დაბადების მომენტში და სწორედ სატურნის მდებარეობა ფიქსირდებოდა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში.

_ მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რას ნიშნავს სატურნის დაბრუნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში?

_ 2020 წლის 23 მარტს სატურნი გადავიდა მერწყულში, სადაც დაჰყოფს 2020 წლის 2 ივლისამდე და შემდგომ  2020 წლის 17 დეკემბერს ისევ დაბრუნდება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც გაჩერდება 2023 წლის 8 მარტამდე. მუნდანური ასტროლოგია — იგივე პოლიტიკური ან გეოგრაფიული ასტროლოგია – ასტროლოგიის მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის ქვეყნებს, სოციალური ჯგუფების ურთიერთკავშირსა და მის მომავალს პროგნოზირებს. სწორედ ამ ჭრილში თუ განვიხილავთ საქართველოს და მის დაბადებას, ასტოლოგიურად ყველაზე მძიმე და რთული იყო, რაც ნათლად აისახა საქართველოზე და მის 27-წლიან ყოფიერებაზე ზოგადად. უფრო გასაგები რომ იყოს,  ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველომ  თავისი არსებობა დაიწყო და მოგეხსენებათ, რა მდგომარეობა გავიარეთ და სადამდეც მოვედით. ქართველმა ერმა უნდა გაიღვიძოს და დასვას წერტილი, რომ უბედურების ხანა  უკეთესობისკენ შეიცვალოს. პრინციპში, ეს უკავშირდება არჩევნებს, რომელიც წინ გველოდება.  

_ პირადად თქვენ სად ხედავთ გამოსავალს?

_ გამოსავალია მხოლოდ ერთია – მთელი ეს პოლიტიკური სპექტრი უნდა მოსცილდეს, უფრო სწორად, ხალხი უნდა განთავისუფლდეს მათგან და ახალი ფურცლიდან, ახალი ადამიანებიდან, ახალგაზრდებიდან უნდა დაიწყოს საქართველოს მომავლის წერა. ქართველმა ერმა თუ არ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დამიჯერეთ, წინ უარესი გველოდება.

_ უარესში რას გულისხმობთ?

_ სწორედ ახლა იწყება 90-იანი წლები, რომელიც სხვა ფორმატით, სხვა მიმართულებებით იქნება დატვირთული. წინ გველოდება მსოფლიო ეკონომიკური დეფოლი, რომელიც თითქმის დაწყებულია. ვისაც გვაქვს იმის საშუალება, რომ მიწასთან გვქონდეს კავშირი, მივხედოთ აგრარულ საკითხებს, თესვას, ხვნას, ეს საუკეთესოა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი არაადეკვატური შეზღუდვების ფონზე, გლეხ კაცს ვერ უხერხდება მიწასთან მუშაობა. ამაზე  ხალხს რეაგირება უნდა ჰქონოდა, თუმცა დუმს.

_ რატომ?

_ რადგან ეკლესიამ მრევლს არ დაუძახა. ეს ტრაგედიაა, მეტი არაფერი. რაც მოგვივა, ისევ ჩვენი ბრალი იქნება. სანამ დროა, ერმა უნდა გაიღვიძოს. საჭიროა „რუის-ურბნისი“ და პოლიტიკური წმენდა არჩევნების გზით.

_ შეზღუდვები, რომელზედაც თქვენ ზემოთ ისაუბრეთ,  მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. შესაბამისად, საქართველოც ვერ იქნებოდა გამონაკლისი.

_ საქართველოში ისეთი სიტუაცია და მწავავე მდგომარეობა არ არის, რომ ჩინეთის ფორმატით ვიცხოვროთ. უარესები იყო იტალიასა და სხვა ქვეყნებში და ასეთი შეზღუდვები არ ყოფილა. აქ ვიმყოფებით ძალიან კაბალურ, ყოვლად არაადეკვატურ და გაუმართლებელ პირობებში. დღევანდელი ხელისუფალი მავნებლობს ამ შეზღუდვებით, როგორც ხალხზე, ასევე – ეკონომიკაზე. 

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი შეზღუდვების გამო საქართველო კარგად გაუმკლავდა ამ ვირუსს და თავიდან იცილა მასობრივი მსხვერპლი?

_ უარესი ვირუსებია საქართველოში უფრო დიდი მსხვერპლით. კორონა ის ვირუსი არაა, რომლის გამოც ასეთი არაადეკვატური და გადამეტებული ზომები უნდა მიეღოთ. აქ უფრო სხვა ინტერესებია და ვირუსი არაფერ შუაშია. ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. უფრო მძიმე დაავადებებიც გვქონია, მაგრამ ასე არ გაუგიჟებიათ თავი. ეს დიდი გლობალური პროექტია, სადაც ვირუსი არაფერ შუაშია. საკმაოდ დიდი ფსონი დევს ამ საქმეში. ჩვეულებრივ ვირუსსაც შეუძლია, ამ დროს ადამიანი დაამძიმოს.  

_ თქვენ ახსენეთ სხვა ინტერესები. უფრო კონკრეტულად გვითხარით, რაზე ეჭვობთ?

_ ვირუსის უკან ამოფარებულია უფრო გლობალური და მასშტაბიური რამ, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანთა ტოტალურ მართვას. შეიძლება არის იმის ალბათობა, რომ ევროკავშირსაც გარკვეული სირთულეები შეექმნას და დაშლის პირას მივიდეს, არის ასევე იმის ალბათობაც, რომ ელექტრონული ან რაიმე ერთი სახის ვალუტა გამოვიდეს, რომელზეც მთელი მსოფლიო გადაეწყობა. 5G ინტერნეტმა შესაძლოა, დიდი ზიანი მოუტანოს ადამიანებს.

_ რა ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს 5G?

_ ელექტრომაგნიტური ველის მაღალი ფონი, რომელიც იწვევს მრავალ დაავდებას. დღეს ისედაც მაღალი ფონია, ამიტომაც მოხშირდა ადამიანებში უძილობა, ნევროზი, თავის ტკივილი, ყურებში შუილი და  აღგზნება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს სიმსივნური პათოლოგიების განვითარებას, მძიმე ორსულობას. 5G   გამოსხივების მაღალი დოზაა. გარდა ადამიანებისა, იგი უდიდეს ზიანს აყენებს ფლორასა დ ფაუნას.

                                                                                  გიორგი საკარული