,,ისლამისტური სახელმწიფო” ირანის წინააღდეგ ომს გეგმავს

igil

სირია-ერაყის ტერიტორიაზე მებრძოლი ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფო“ საკუთარ მომხრეებს ირანის წინააღდეგ საბრძოლველად უხმობს. როგორც ტერორისტული ქსელის სამეთაურო შტაბი აცხადებს, მათი მთავარი მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის ხელში ჩაგდებაა. ინფორმაციას The Sunday Times ავრცელებს. დოკუმენტი, რომელიც ხელში შემთხვევით, გაერთიანებული კოალიციის წევრი ქვეყნების სამხედრო უწყებას ჩაუვარდა, 70 პუნქტიან ჩამონათვალს მოიცავს და მასში ხაზგასმითაა აღნიშნული ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ ინტერესები ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ. დოქტრინა სახელწოდებით ,,სინათლის ჩირაღდანი“ ძირითადად ირანელი დიპლომატების, ბიზნესმენების, მასწავლებლებისა და საზოგადო მოღვაწეების ლიკვიდაციას მოიცავს. აღნიშნულ ფაქტზე ირანულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.