კლინიკა ,,მედალფა” 7 პაციენტის გაწერას აანონსებს

ბათუმში, კლინიკა ,,მედალფაში” COVID-19-ისგან 7 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ,,მედალფაში” 37 დან 7 პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ აქვთ. ,,იგეგმება მათი პროტოკოლით გათვალისწინებული ანალიზების ჩატარება და თუ პასუხები უარყოფითი იქნება მათ კლინიკიდან გავწერთ” – განაცხადა ინგა ხოზრევანიძემ. ერთი პაციენტის მდგომარეობა, კი კვლავ მძიმედ რჩება რომელიც მართვით სუნთქვაზეა.

ხვიჩა მამულაძე