საიდან მოხვდა 40 კილო ჰეროინი საქართველოში?

ბათუმში, ამ წუთებში, თამარ მეფის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

„ქრონიკა+“-ს შსს-მ აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა. შსს-ვე ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით (40 კგ.) ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი,  დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე. სპეცოპერაცია ამერიკელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ერთობლივად კოორდინებულად ჩაატარეს.

შსს დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის.

ხვიჩა მამულაძე