ახალი ფაქტები დავით აღმაშენებელზე _ მითი თუ რეალობა?

თუკი ანტიკურ სამყაროში ყველაზე პოპულარული მითები ტროას ომსა და არგონავტებს შეეხებოდა, შუა საუკუნეების ევროპაში _ განსაკუთრებით ჯვაროსნებში, ძალიან პოპულარული იყო ლეგენდა ხუცეს იოანეზე, აღმოსავლეთის უძლიერეს ქრისტიან მეფეზე, რომელიც ჯვაროსნების დასახმარებლად მოემართებოდა. ევროპელი მკვლევრების აზრით ამ ლეგენდაში ძალიან ბევრი ტყუილ-მართალია გადახლართული. წარმოუდგენელია, მაგრამ ამ ლეგენდარულ ფიგურას არცთუ ისე მცირე წვლილი მიუძღვის დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და ახალი სამყაროს შექმნაში. ევროპელ მკვლევართა აზრით: „ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს მითიური მეფე-მღვდელი პრესტერ ჯონი, ეს იყო პორტუგალიელი მკვლევრების შთაგონება არა მხოლოდ აფრიკის აღმოსავლეთით საზღვაო მარშრუტის პოვნისთვის, არამედ აგრეთვე იმისთვის, რომ დაკავშირებოდნენ პრესტერ ჯონის სამეფოს, როგორც ქრისტიან მოკავშირეს“.

თუკი აღმოჩნდა, რომ ეს პირი, სინამდვილეში, დავით აღმაშენებელია, საქართველოს ისტორია მსოფლიო ისტორიაში ახალ, მანამდე დაუკავებელ ადგილს დაიჭერს.
ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე არსებობს ვარაუდი, რომ იოანე ხუცესი სინამდვილეში ჯვაროსანთა უდიდესი მოკავშირე დავით აღმაშენებელია, მაგრამ საამისო მყარი მტკიცებულებები ჯერაც არაა წარმოდგენილი, ამიტომაც ევროპელი მკვლევრები თითქმის საერთოდ არ განიხილავენ ამ ვერსიას. ქვემოთ წარმოვადგენ ამ საკითხზე ჩემი ხანგრძლივი კვლევის მოკრძალებულ შედეგებს, აგრეთვე ქართველი მკითხველისთვის უცნობ ვიზუალურ მასალას.

  1. იოანე პრესვიტერი, ლეგენდების თანახმად, მეფობს სომხეთსა და სპარსეთში _ „The Admont Annals (1181) had already spoken of the Presbyter as King of Armenia“ (http://www.newadvent.org/cathen/12400b.htm).
    ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი მართლაც აკონტროლებდა სომხეთს, აგრეთვე შარვანს, მაგრამ ქართველ მკვლევართაგან განხილული ეს არგუმენტი შედარებით უმნიშვნელო მტკიცებულებაა და ბევრი ჩვენს სინამდვილეში უცნობი წყარო გაცილებით მეტი კატეგორიულობის შესაძლებლობას იძლევა.
    „The search for Prester John was not just for spiritual inspiration. Some versions of the myth said that the kingdom was the location of the Gates of Alexander, a legendary barrier that Alexander the Great built to keep the barbarians in the north from invading the civilized communities to the south“. (http://www.crossingtheoceansea.com/OceanSeaPages/OS-20-PresterJohn.html).
    ამდენად, იოანეს სამეფო, რომელიც შეიცავს სომხეთსაც, მდებარეობს ალექსანდრეს კარიბჭესთან, რომელიც მან გოგისა და მაგოგის _ ანუ ჩრდილოკავკასიელ მომთაბარეთა წინააღმდეგ ააგო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ კარიბჭეში საისტორიო ტრადიცია დარიალისა და დარუბანდის კარიბჭეებს გულისხმობს, რომელთაც საქართველოს მეფე აკონტროლებდა. მოვუსმინოთ ამის შესახებ მე-12 საუკუნის კათოლიკე ბერს, ანსელუსს. თუკი ანსელუსის წერილს დასახელებულ ფაქტებს დავუკავშირებთ, საბოლოოდ აეხდება ფარდა შუა საუკუნეების ყველაზე პოპულარული ლეგენდის საიდუმლოს.
    ამგვარად, იოანე პრესვიტერის სამეფო ალექსანდრეს კარიბჭესთან _ კასპიის-დარიალის (ზოგის აზრით დარუბანდის, თუმცა ორივეს საქართველოს მეფე აკონტროლებს) ბჭესთანაა, რომელსაც კათოლიკე ბერის, ანსელუსის თანახმად, სწორედ დავითი და სხვა საქართველოს მეფეები იცავენ.
    ანსელუსი: „ამ მეფის (დემეტრეს), ისევე როგორც მის წინამორბედთა ხელშია კასპიის კარი, რომელთანაც გააჩერეს გოგი და მაგოგი.
    ამ კარს დღესაც დარაჯობს მეფე დავითის ვაჟიშვილი, რომლის სამეფოც და ბატონობაც ჩვენთვის არის ერთგვარი მოწინავე თავდაცვა, ავანპოსტი, მიდიელებისა და სპარსელების წინააღმდეგ“.
  2. In another map of 1447, towers are to be found at the foot of the Caucasus, and underneath is written: „The Presbyter, King John built these towers to prevent [the Tatars] from reaching him“ _ (http://www.newadvent.org/cathen/12400b.htm). როგორც ვხედავთ, ერთ-ერთ ევროპულ რუკაზე კავკასიონის ქვემოთ არის წარწერა: „პრესვიტერი, მეფე იოანე აშენებს ამ კოშკებს, რათა მოეგერიებინა [თათრები] მოწევნულნი“, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მეფე იოანე კავკასიაში იცავს სიმაგრეს, რომელიც აკავებს წარმართთ, ანსელუსი კი ზედმიწევნით იგივეს ამბობს მეფე დავითსა და დემეტრეზე!!! რაც შეეხება ამ კოშკებს, ვფიქრობ, ისინი ქართული წყაროს გოდოლებს უდრის: „ხოლო დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელსა დარიანისად ეწოდა და აღაშენა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და დაადგინნა მცველად მახლობელნი-იგი მთეულნი: არა ხელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაღთა, თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა“.
  3. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენამდე შემორჩენილია იოანე პრესვიტერის მითოლოგიზირებული წერილიც, რომელიც გარკვეულ ისტორიულ რეალიებსაც შეიცავს, აი მისი ფრაგმენტი:
    „We have some people subject to us who feed on the flesh of men and of prematurely born animals, and who never fear death. When any of these people die, their friends and relations eat him ravenously, for they regard it as a main duty to munch human flesh. Their names are Gog and Magog, Anie, Agit, Azenach, Fommeperi, Befari, Conei-Samante, Agrimandri, Vintefolei, Casbei, Alanei. These and similar nations were shut in behind lofty mountains by Alexander the Great, towards the North. We lead them at our pleasure against our foes, and neither man nor beast is left undevoured, if our Majesty gives the requisite permission. And when all our foes are eaten, then we return with our hosts home again“ (https://en.m.wikisource.org/wiki/Curious_Myths_of_the_Middle_Ages/Prester_John). აქ, ისევე როგორც ზემოთ, ლაპარაკია უძველეს ლეგენდაზე, რომლის თანახმადაც ალექსანდრემ ველური ტომები კავკასიის ქედს გაღმა გადარეკა. პრესვიტერი იოანე აცხადებს, რომ ის ამ ტომებს აკონტროლებს, იგი ასახელებს მრავალ ჩრდ. კავკასიურ ტომს _ აშქენაზს, კასპს, ალანს-ოსს, რომლებიც მის ბრძანებას ექვემდებარებიან, ამ პერიოდში აღნიშნულ ტომებს სწორედ დავითი აკონტროლებდა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ჩანს, აქვე იგულისხმებიან ჩრდ. კავკასიელი ყივჩაღებიც, რომლებიც მეფის სიტყვით „მის მტრებს სჭამდნენ“, მართლაც, რა ძალა იყო დავითისთვის ყივჩაყები, ყველამ იცის. ისტორიკოსი ყივჩაყთა შესახებ წერს: „არამედ მათითა ხელითა მოსრა სრულიად სპარსეთისა ძალნი და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა“.
    აქვე მეფე იოანე მედიდურად აცხადებს, რომ მის ბრძანებას ეს საშიში ტომები სრულად მორჩილებენ. პირდაპირ გასაოცარია, რომ ლამის იგივე ტერმინოლოგიითა და პათოსით, ზუსტად იმავეს წერს მე-11 საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ერთ-ერთ ქართველ მეფეზე: „ხოლო დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელსა დარიანისად ეწოდა და აღაშენა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და დაადგინნა მცველად მახლობელნი-იგი მთეულნი: არა ხელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაღთა, თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა“.
  4. იოანე პრესვიტერი, ზოგი ვერსიით, აფრიკის ეთიოპიის მეფეა. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ, უმეტეს შემთხვევაში, აღმ. წყაროებში დავითი აბხაზის ქვეყნის მეფედ იწოდება, აბხაზის ქვეყანა მთელ საქართველოს და მეტწილად კი დასავლეთ საქართველოს აღნიშნავს, დასავლეთ საქართველოს კი ეკლესიის ადრეული მამები სწორედ ეთიოპიას, მეორე ეთიოპიას ეძახდნენ, შესაძლოა, სწორედ ამიტომ იქნა იოანეს ქვეყნად მიჩნეული შეცდომით აფრიკის ეთიოპია;
  5. სახელი დავითი მე-12-13 საუკუნეების საქართველოში იყო ქართველ მეფეთა დინასტიური სახელი, შესაბამისად, ამ აზრით გიორგი მესამეც და ლაშა-გიორგიც დავითია.
    „1221 წელს, მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრის გადარჩენილთაგან დასავლეთ ევროპაში მიიღეს ახალი ამბები იმის შესახებ, რომ პრესვიტერ იოანეს ძემ [ან შვილიშვილი], ინდოთ მეფე დავითმა, შეიკრიბა ჯარები სარაკონების [მუსლიმთა] წინააღმდეგ საბრძოლველად, დაიპყრო სპარსეთი, დაამარცხა სელჩუკთა თურქები, მოძრაობდნენ ბაღდადის წინააღმდეგ და აპირებდნენ იერუსალიმის ხელახლა დაპყრობას და ხელახლა აშენებას“. მართალია, იოანე ხუცის სამეფო ამ წყაროში ინდოეთადაა გამოცხადებული, მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიული მოვლენის რომანტიზების შედეგია.
    ამის შესახებ მოვუსმინოთ ნოდარ კაკაბაძეს: „რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გვიანდელ ლეგენდებსა და ლიტერატურულ ძეგლებში (მაგალითად, „ფორტუნატუსში“) იოჰან პრესბიტერი ინდოეთის მბრძანებლად გვევლინება, ამაზე შემდეგი შეიძლება ითქვას:
    ინდოეთის ცნება შუა საუკუნეების ევროპელთა წარმოდგენაში ძალიან ფართოა, მასში უამრავი ქვეყანა შედის. ზოგჯერ ერთმანეთში არეულია ინდოეთი და ეთიოპია (აბისინია), ინდოეთი და ტიბეტი, ხანდახან ეთიოპია (შესაძლოა, ამის ნიადაგზეც მოხდა იოანეს ეთიოპიის მეფედ გამოცხადება, _ ავტ.) და ტიბეტი ინდოეთის ნაწილებადაა მიჩნეული. არაიშვიათად, ინდოეთი სპარსეთსაც მოიცავს. შ. ბადრიძე ასახელებს კომპეტენტური სპეციალისტის ი. კ. რაიტის შრომას: „ჯვაროსანთა ომების დროინდელი გეოგრაფიული ცოდნა“ (ნიუ-იორკი, 1925), რომელშიც ნაჩვენებია, რომ ჯვაროსანთა გეოგრაფიულ წარმოდგენაში ინდოეთი თითქმის მთელ აღმოსავლეთს მოიცავდა.
    ასევე აღსანიშნავია, რომ ვოლფრამ ფონ ეშენბახის სახელგანთქმულ რომანში „პარციფალი“ (XIII საუკუნის დასაწყისი) კავკასია ხან ინდოეთის მეზობელ ქვეყნად, ხან კი ინდოეთის ნაწილად არის წარმოდგენილი. ხოლო მე-16 საუკუნის „ხალხურ წიგნში დოქტორ ფაუსტუსზე“ (იგი XVI საუკუნეში დაიბეჭდა, მაგრამ მისი შექმნის თანდათანობითი პროცესი წინა საუკუნეებშია საგულვებელი) ვკითხულობთ, რომ კავკასიაში ხარობს პილპილის ხეები (გავიხსენოთ „ფორტუნატუსიდან“ ის ადგილი, სადაც აღნიშნულია, რომ იოჰან პრესბიტერის ერთ-ერთ სამფლობელოში, ლუმბეტში უამრავი პილპილის ბუჩქია)“ ( http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/vin_iyo_ioane.html ).
    ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სინამდვილეში, აქ საუბარი უნდა იყოს ლაშა-გიორგის ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე, ლაშა სწორედ 1220-21 წლიდან იწყებს უდიდეს სამზადისს იერუსალემის გასათავისუფლებლად, რაშიც მას მონღოლთა თავდასხმამ შეუშალა ხელი. საკმარისია გაეცნოთ ჯვაროსანი რაინდის _ დე ბუას ზუსტად ამავე ხანის წერილს „ვიღაც ქართველ ქრისტიანებზე“, რომ მივხვდეთ ვინაა სინამდვილეში „ინდოთ მეფე დავითი“ დე ბუა: „ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც გეორგენებს (ქართველებს) უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად აღსდგნენ ურწმუნოთა წინააღმდეგ, აიღეს მათი 300 ციხესიმაგრე და 9 დიდი ქალაქი… სახელგანთქმული მათი თექვსმეტი წლის მეფე, მსგავსია ალექსანდრესი (მაკედონელის) შემართებითა და მოკრძალებულობით, რწმენით კი _ არა. ამ ახალგაზრდას მოაქვს დედამისის _ უძლიერესი დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან (თამარს) მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, მისი ძვლები იერუსალიმში წაეღოთ და უფლის საფლავის ახლოს დაეკრძალათ. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად“;
  6. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლეგენდების მიხედვით, პრესბიტერ ჯონის _ იოანეს სამეფოს დაპყრობას ცდილობენ მუსლიმები და მონღოლები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯონი არაა ჩინგიზ ყაენი, როგორც ზოგი ვარაუდობს. საქართველოს წინააღმდეგ კი მართლაც, მუსლიმებიც და მონღოლებიც იბრძოდნენ;
  7. ძალიან საეჭვო ჩანს კიდევ ერთი თანხვედრა მეფე იოანესა და აღმაშენებელს შორის. ლეგენდების მიხედვით, იოანეს ჰქონდა ჯადოსნური სფერო, რომლის მეშვეობითაც მან იცოდა ყველა საიდუმლო, ყველაფერი, რაც თავის სამეფოში ხდებოდა.
    ცნობილია, რომ აღმაშენებელმა შექმნა მსტოვართა სამსახური, მაგრამ აღმაშენებლის ისტორიკოსი ამ ამბავს მისტიფიცირებულად გადმოგვცემს და მიიჩნევს, რომ მეფე ყველაფრის გაგებას სასწაულებრივად ახერხებდა: „ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესეცა, რომლითა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკჳრველი. არა-რა შორიელი არცა სამეფოთა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა, საქმე [355] ქმნილი, კეთილი გინა სიტყუა ბოროტი თქმული, _ არა-რა დაეფარვოდა ყოვლადვე, არამედ რაოდენცა ვის ფარულად ექმნის ანუ თუ ეთქჳს, ყოველივე ცხად იყო წინაშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანიცა და მოგონებანი ვიეთნიმე მიუთხრნის მათ, რომელთა ზარგანჴდილ ყვნის. და მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნილნი ღუაწლნი და სათნოებანი უწყოდნის ცხადად, და სიშორე გზისა ვიდრე ეკლესიამდე ზომით იცოდის, და მოთმინებისათჳს აქებდის და ნატრიდის. ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას ცნობდა, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ. რამეთუ არა თუ ცუდად რადმე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ანუ საკიცხელად ვიეთთათჳსმე იქმოდის: ნუ იყოფინ ესე“;
  8. რაც შეეხება მეფის ხუცესობას, ვფიქრობ, აქ კიდევ ერთი რეალურ-ისტორიული პერსონა იმალება, დავითის აღმზრდელი _ ვაზირი და ეპისკოპოსი გიორგი ჭყონდიდელი, რომელმაც მუსლიმებზე უზარმაზარი გამარჯვებები მოიპოვა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაპყრობილ შირვანში დავითმა რიგით მეორე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, სვიმეონი დასვა მმართველად. ცნობილია ისიც, რომ დავითის ვაჟიც დამიანეს სახელით ბერად აღიკვეცა და მონასტრიდან მობრუნებული ერთხანს კიდევ მართავდა ქვეყანას ეს სწორედაც რომ მეფე ხუცესი. ამდენად, ამ ხანის საქართველოში ფიქსირდება მთელი წყება მუსლიმებთან მებრძოლ ერთდროულად საერო და სასულიერო ხელისუფალთა, რომელნიც, ჩანს, დავით აღმაშენებელთან ერთად არიან იოანე პრესვიტერზე ლეგენდის პროტოტიპები;
  9. ერთი ინგლისური ჩანაწერის მიხედვით, პრესბიტერ ჯონთან მრავალი ერის ადამიანი მსახურობდა, მასთან ჩასულ ინგლისელებს კი მეფე ჯვაროსნებად ამწესებდა, „Wright continues“: „An early Latin manuscript entitled ‘Letters’, which must have been written in England , reports that there were people of every nationality at the court of Presbyter Johannes. There were Englishmen among his personal servants, and every Englishman who came to the palace was initiated into an order of knights, whether knight or cleric“ ([722], pages 255-256).) (http://chronologia.org/en/seven5/empire08_06.html). შეიძლება ფრთხილი ვარაუდი, რომ აქ დავითის არმიაში მომსახურე ევროპელი ჯვაროსნები იგულისხმებიან.
    ლეგენდამ აღმაშენებელზე უზარმაზარი წვლილი შეიტანა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებში, მოვუსმინოთ ევროპელ მკვლევრებს: „ლეგენდის მრავალრიცხოვანმა ვერსიამ გავლენა მოახდინა მეფეებზე, გამომძიებლებზე, მისიონერებზე, მეცნიერებზე და საგანძურზე მონადირეებზე, რომლებიც ეძებენ გზებს შორეულ აღმოსავლეთში. ქრისტიანები პრესტერ იოანეს სამეფოს იგივე გულმოდგინებით ეძებდნენ, როგორც ედემის დაკარგულ ბაღს. ლეგენდის შესაფერისად, ზოგი მოთხრობა ემყარებოდა ფაქტებს, ზოგიც მხატვრულ ლიტერატურას“.
    „XV საუკუნეშიც კი პორტუგალიელი ზღვაოსნები ოცნებობდნენ, მოხვერდრილიყვნენ ლეგენდარული მეფე-ხუცესის სამეფოში“ (ix.Бертольдб История изучения Востока в Европе и Россиию Лекцииб издю 2-еб Ленинград, 925, стр. 70) _ (http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/vin_iyo_ioane.html) ,,The discovery of the Cape of Good Hope was due partly to a desire manifested in Portugal to open communications with this monarch[4]“ (https://en.m.wikisource.org/wiki/Curious_Myths_of_the_Middle_Ages/Prester John). ნამდვილად არავის წარმოედგინა, რომ დავით აღმაშენებლის ლეგენდარული ფიგურა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ერთ-ერთი ირიბი ინსპირატორის როლს შეასრულებდა. ვინ წარმოიდგინდა, რომ კეთილი იმედის კონცხის პოვნაც კი, გარკვეულწილად, მისი ლეგენდარული პერსონით იქნებოდა განპირობებული.

ბექა ჭიჭინაძე