ვენეცია რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს გააპროტესტებს

გ3

იტალიური ოლქი ვენეტო, მზადაა რუსეთის წინააღდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები გააპროტესტოს. აღნიშნული განცხადება რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ზაიამ გააკეთა. ,,ვენეტო მიიღებს ზომებს და რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ შემოღებულ ეკონომიკურ სანქციებს გააპროტესტებს. ჩვენს რეგიონში 160 000 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივია და საერთო ჯამში მათი ბიუჯეტი 7 მილიარდ ევროს აჭარბებს. რეგიონის ეკომომიკა ავტომატურად იყი მიბმული რუსეთის ბაზარზე და ახლა რა?? ის რის შექმნასაც მთელი ცხოვრება შევალიეთ ამერიკელების ბრძანებით ერთ ღამეში დავანგრიოთ?? ევროპული სანქციები სადღაც ბნელეთში დაიგეგმა, ჯერჯერობით ვერ ვხვდები რას ემსახურება ეს ყველაფერი , მაგრამ ფაქტია, რომ ევროპის ქვეყნების რეგიონალური ეკონომიკა განადგურების პირას დადგება, ჩვენ მზად ვართ ეკონომიკური სანქციების ბოლკი დავტოვოთ“ – განაცხადა ზაიამ. რაც შეეხება იტალიური ვენეტოს რეგიონს, რომლის ცენტრადაც ვენეცია ითვლება, ის ერთ-ერთი უმსხვილესია იტალიაში და მოსახლეობა ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს აჭარბებს. ვენეტა ძირითადად სასოფლო სამეურნეო კულტურების მოყვანა გასაღებით ცხოვრობს.