ჯო ბაიდენმა ერდოღანს ბოდიში ოფიციალურად მოუხადა

გ2

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ტელეფონიზე დაურეკა და მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომლის დროსაც ამერიკელმა პოლიტიკოსმა თურქეთი ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა, ბოდიში მოუხადა. ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით Associated Press-ი ავრცელებს. ,,ვიცე პრეზიდენტმა თურქ კოლეგას ბოდიში მოუხადა. როდესაც მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ხანდახან ძნელია ემოციები მოთოკო. ბაიდენი აფასებს იმ მსხვეპლს, რომლის გაღებაც მოკავშირე ქვეყნებს უწევთ“ – ნათქვამია განცხადებაში. თურქეთის პრეზიდენტმა 4 ოქტომბერს, ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე, შტატების ვიცე პრეზიდენტისაგან ბოდიშის მოხდა ოფიციალურად მოითხოვა. ,,ბაიდენის ბრალდება აბსურდია, თურქეთის ხელისუფლებას საკუთარი ტერიტორიის გავლით, ერაყისა და სირიის მიმართულებით, მკვლელები არასდროს არ გაუტარებია. ტერორიზმი მსოფლიო მშვიდობას საფრთხეს უქმნის და ჩვენ იქ ვდგავართ სადაც ცივილიზებული სახელმწიფოს ადგილია. ტერორისტები შესაძლოა თურქეთს ტურისტების სტატუსით ესტუმრნენ და შემდეგ სირიაში გადაბარგდნენ, მაგრამ ვერავინ ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ მათ ხელში იარაღი ეჭირათ“ – განაცხადა ერდოღანმა. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ვიცეპრეზიდენტმა 2 ოქტომბერს ჰარვარდის უნივერსტიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს, თურქეთის ხელისუფლება ერაყელი და სირიელი ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა.