შვედეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას იმედოვნებს

ტვ2

შვედეთის პრემიერ მინისტრი სტეფან ლევენი, მზადაა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს. იმ შემთხვევაში თუკი, ოფიციალური სტოკჰოლმი აღნიშნულ ნაბიჯს გადაგდამს, მაშინ შვედეთი იქნება ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა , რომელმაც პალესტინა, როგორც სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, შვედეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლოაღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარება, პალესტინაში ორი სახელმწიფოს ყოფადობაზეა დამოკიდებული. ,,სიტუაციის ორმხრივი დარეგულირება, მხოლოდ მშვიდობიან ფუძეზე უნდა იყოს დამოკიდებული და გამოსავალი მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებაშია“ – განაცხადა ლევენმა. შვედეთის პოლიტიკური ხედვის რადიკალურად შემობრუნება, ქვეყანაში გამართულ არჩევნებში, მემარჯვენე ცენტრისტების გამარჯვებამ გამოიწვია. როგორც ცნობილია შვედეთს ,,წითელ – მწვანე“ კოლაიცია მართავს, რომლის სათავეშიც სოციალ დემოკრატები დგანან. რაც შეეხება მოქმედ პრემიერს, ის პროფკავშირების კადრია და პროფესიით ყოფილი ლითონ შემდუღებელია.