ქობულეთში კორონავირუსი 20 პირს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, ქობულეთში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 203 პირი გამოიკვეთა, საიდანაც 20 მათგანს covid-19 დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მინისტრი  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მივიდა.

მინისტრის  თქმით, მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე მკაცრ კარანტინში მოქცეული სოფლების ყველა მცხოვრებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებს.

შეგახსენებთ: ამ დროისთვის აჭარაში covid-19-ით ინფიცირებული სულ 25 პაციენტი რჩება.

ხვიჩა მამულაძე