კახა საბახტარაშვილი: „კორონავირუსისგან თავის დაცვა ჰომეოპათიური წვეთებით შეგვიძლია“

კორონავირუსთან გამკლავებას სამყარო ჯერ ვერ ახერხებს. არც ვაქცინაა გამოგონილი და არც ის იციან, რა წამლით შეიძლება უმკურნალონ ამ საშინელ ჭირს. ჰომეოპათებს მიაჩნიათ, რომ ჰომეოპათიური წამლები კაცობრიობას ამ ახალ ჟამთან ბრძოლაში დაეხმარება, როგორც ეს „ესპანურას“ დროს მოხდა.

როგორ უნდა ვებრძოლოთ კორონას ჰომეოპათიური წამლებით? – ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მედიცინის ისტორიის მკვლევარი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი – კახა საბახტარაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო კახა, კორონავირუსს ხშირად ადარებენ „ესპანურ გრიპს“, რომელიც ერთი საუკუნის წინათ მძვინვარებდა. რა საერთო აქვს ამ ორ ვირუსს?

_ ესპანური გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პანდემია იყო, რომელიც 1918-1921 წლებში მძვინვარებდა.  სხვადასხვა მონაცემით, ამ პანდემიამ შეიწირა 100 მილიონამდე ადამიანი. რა იყო ესპანური გრიპის დამახასიათებელი თვისება? ესპანური გრიპი, კორონავირუსის მსგავსად, აზიანებდა ფილტვებს, თუმცა დაზიანების ხარისხი   განუზომლად დიდი იყო. თუ კორონავირუსი აზიანებს ფილტვის ალვეოლებს, ესპანური გრიპი არა მარტო  ალვეოლებს სპობდა, არამედ ფილტვის სისხლჩაქცევას იწვევდა, ანუ ხალხი იხრჩობდა საკუთარ სისხლში. ამასთანავე, ეს დაავადება ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა, მისი სამკურნალო საშუალება კი არ არსებობდა.

1921 წელს გამოვიდა ამერიკის ჰომეოპათიური საზოგადოების ჟურნალი, სადაც სიტყვა-სიტყვით იყო შემდეგი ფაქტები მოხსენიებული: ესპანური გრიპის დროს შვეიცარიაში, სადაც ჰომეოპათიურ პრეპარატებს იყენებდნენ, სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა; დანარჩენ ევროპაში კი, იქ, სადაც ჰომეოპათიურ პრეპარატებს იყენებდნენ, სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა (30%-დან 1%-მდე). შეერთებულ შტატებშიც ამ სახის პრეპარატების გამოყენების შედეგად სიკვდილიანობა 1%-მდე დაეცა.

წლების წინათ, როდესაც მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, ღორის გრიპის ეპიდემია გავრცელდა, ხელთ ჩამივარდა ის მასალები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ჰომეოპათიურ ჟურნალებში იყო მოცემული და მიზნად დავისახე, აღმედგინა ის რეცეპტურა და მომეძებნა ის სამკურნალო ჰომეოპათიური პრეპარატები, რომელიც ესპანური გრიპის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. კვლევის შედეგად, ეს რეცეპტურები აღმოვაჩინე და შევისწავლე.

საქარველოში მე-10, მე-15 საუკუნეებში ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენებოდა უნიკალური რეცეპტები, რომელიც შემდეგ საუკუნეებში ქართული მედიცინის სახელით იყო და არის ცნობილი. ჩვენ კი ამ რეცეპტურების აღდგენისა და დამუშავების საშუალება მოგვეცა. საბოლოო ჯამში, ძველი ხალხური მედიცინისა და ესპანური გრიპის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური პრეპარატების სინთეზით, ჩვენ შევქმენით ის უნიკალური პრეპარატი, რომელიც დღეს იმუნოჰერბის სახელითაა ცნობილი.

რაც შეეხება იმუნოჰერბს, იგი ათასობით პაციენტზე გამოიცადა ღორის გრიპის ეპიდემიის დროს და შედეგი იყო ასეთი: ვინც იღებდა იმუნოჰერბს პროფილაქტიკის მიზნით, მათ ღორის გრიპი  არ ემართებოდათ ან ინფიცირდებოდნენ მსუბუქი ფორმით და თუ უკვე დაინფიცირებული იყო ადამიანი, გართულებების გარეშე ჯანმრთელდებოდა.

_ ეს წამალი რეგისტრირებულია?

_ მას შემდეგ, რაც ეს კვლევის შედეგები  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ნახა, შეისწავლა მასალები და იმუნოჰერბს რეგისტრაციისა და ლიცენზირების ნება დართო, როგორც ანტივირუსულ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებას.

ნებისმიერი ვირუსული ინფექციის, მათ შორის, COVID-19-ის საფრთხე გახლავთ ის, რომ პროცესი არ გადავიდეს ყელიდან ფილტვებში. სწორედ პნევმონიაა მიზეზი პაციენტის მდგომარეობის გართულებისა და გარდაცვალებისა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ესპანური გრიპის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ 3 ჰომეოპათიურ პრეპარატს: აკონიტს, დელადონასა და ბრიონიას. ეს წამლები არ აძლევს ვირუსს საშუალებას, რომ ზედა სასუნთქი გზებიდან  ფილტვებში გადავიდეს. ეს პრეპარატები არ აძლევს ვირუსს იმის საშუალებასაც, რომ განავითაროს ანთებითი პროცესი და ფილტვის ქსოვილი დაზიანდეს. სწორედ ეს 3 კომპონენტია გამოყენებული იმუნოჰერბში. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა, – რამდენად პროდუქტიული იქნება იმუნოჰერბის გამოყენება COVID-19-ის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ? ზოგადად, ჰომეოპათიური პრეპარატები არ არჩევს, რა სახის ვირუსთან გვაქვს საქმე, უბრალოდ, ვირუსთან ბრძოლის 3 საშუალება არსებობს.

_ რა არის ეს სამი საშუალება?

_ უნდა იყოს ისეთი პრეპარატი, რომელიც ორგანიზმში ვირუსის შესვლას  ხელს შეუშლის. თუ ვირუსი მაინც შევიდა უჯრედში, ხელი შეუშალოს ვირუსის გამრავლებას და ორგანიზმი თვითონ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, – ინტერფერონს ნებისმიერი ვირუსის წინააღმდეგ. ყველაზე ეფექტიანი გზა არის ამ შინაგანი ინტერფერონის გააქტიურება და სწორედ ეს ჰომეოპათიური პრეპარატები უზრუნველყოფს ამას, რომელიც შედის იმუნოჰერბის შემადგენლობაში.

იმ გამოცდილების საფუძველზე, რაც დამიგროვდა 2009-2010 წლებში, ღორის გრიპის ეპიდემიის დროს, ხალხს ვურჩევ შემდეგს: იმუნოჰერბი უნდა მიიღონ პროფილაქტიკის მიზნით დღეში 4-ჯერ 5-7 წვეთი განსაუთრებით მოხუცებულებმა. სამკურნალო მიზნით  კი, მდომარეობის გასაუმჯობესებლად, სასურველია მიიღოთ ყოველ ნახევარ საათში.

_ ასაკოვანი ადამიანები უამრავ წამალს იღებენ,  ჰომეოპათიური წვეთების ამ წამლებთან ერთად მიღება თუ შეიძლება?

_ იმუნოჰერბს არ გააჩნია გვერდითი მოქმედება, უკუჩვენებები და ის რეგისტრირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, როგორც მე-3 ჯგუფის პრეპარატი. ის აბსოლუტურად თავსებადია ნებისმიერ მედიკამენტთან და სრულიად უსაფრთხოა როგორც ორსულთათვის, ასევე მეძუძური დედებისთვის.

შორენა მარსაგიშვილი