ბათუმში 116 ადამიანიდან covid-19 არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით გუშინ ჩატარებული  ანალიზებიდან ყველა პასუხი უარყოფითია. ცნობისთვის:  ლუგარის ლაბორატორიაში 116 ნიმუში შევიდა.

„ქობულეთის კლასტერთან 108 პირია გამოვლენილი. ისინი ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი რისკი გადავლილია, მაგრამ ისინი  მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, არის მუდმივი კომუნიკაცია და  საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ტესტები რამდენიმე დღეში ჩაუტარდებათ, რათა პასუხები უფრო ეფექტიანი და დამაჯერებელი იყოს “, – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში covid-19-ით  14 პაციენტს მკურნალობენ.  ამათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ხვიჩა მამულაძე