მალიში გაეროს ცხრა მშვიდობისმყოფელი მოკლეს

გგგგგ

მალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, უცნობი შეიარაღებული პირები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელთა კოლონას დაესხა თავს და შედეგად 9 მშვიდობისმყოფელი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო ,,Reuters“-ი ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენელის ოლივიე სალგადოს მონაცემებით ,,სისხლიანმა შეტაკებამ 9 მშვიდობისმყოფელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისინი მალიში ნიგერს წარმოადგენდნენ. ინციდენტი ქალაქ მენაკას რეგიონში მოხდა. სხვა დაწვრილებითი ინფორმაციის გახმაურების უფლება არ მაქვს, მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს მომავალში, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს“ – აცხადებს ბატონი სალგადო. მალიში, გაერთიენებული ერების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი, რომელიც 12 000 სამხედრო პირს შეადგენს, საფრანგეთის მიერ წარმატებულად განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ 2013 წელს განთავსდა. საფრნაგეთმა მალიში სამხედრო ოპერაციის წარმოება ქვეყნის ხელისუფლების თხოვნის შემდეგ დაიწყო, ტუარეგებთან ბრძოლამ ქვეყანა ორად გახლიჩა, ტერორსიტული ორგანიზაციის მეომრებმა ხელთ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი ჩაიგდო და მათ მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზე ისლამისტური სახელმწიფოს დაარსებაზე გააკეთეს განცხადება.