კახეთში 127-კაციანმა ჯგუფმა კარანტინი დატოვა

დღეს კახეთის რეგიონში არსებული ერთ-ერთი საკარანტინო ზონა 127-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. საკარანტინო ზონაში მყოფ ვიზიტორებს ექიმები 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდნენ; ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ სამჯერადი კვებითა და შესაბამისი პირობებით.

საკარანტინო ზონაში დღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდა. ვიზიტორების ტრანსპორტირება, მუდმივ საცხოვრებელ ადგილებამდე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით განხორციელდა. გამგზავრებამდე ვიზიტორებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და საკარანტინო სივრცე ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე დატოვეს.

მაკა მოსიაშვილი