ხარების დღესასწაული ალავერდის მამათა მონასტერში

ხარების დღესასწაული იზეიმეს ალავერდის მამათა მონასტერში. დილიდან წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხალხმრავლობაა

მომლოცველებს  ტაძარში სპეციალური ნიშნები დახვდათ, რომელიც ეპარქიამ დისტანციის დაცვის მიზნით გააკეთა.

სადღესასწაულო მსახურება ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა აღავლინა და მრევლი დალოცა.

ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება მიეღოთ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან.

“ეს დღეები მუმდივად  ლაპარაკია  ვირუსზე, საფრთხეებზე.  რა თქმა უნდა,  მოქალაქეების ვალია,  წესები დავიცვათ, მაგრამ აღმატებული ზეცას მოქალაქეთა წესი უნდა დავიცვათ და  რწმენას  არ უნდა ვუღალატოთ. ვინც მოითხოვს  სახლში ზიარებას, სამღვდელოება მზად არის,  მივიდეს, აღსარებაც მოისმინოს და წესისამებრ აზიაროს კიდეც.   ვცდილობთ, დადგენილი მოთხოვნები დავიცვათ”, – აღნიშნა მღვმდელმსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას მეუფე დავითმა.

მაკა მოსიაშვილი