ბათუმში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში, კარანტინში მყოფ სამ ადამიანს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკა+“-ს ჯანდაცვის სამინისტრომ დაუდასტურდა.

სამინისტროსვე ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან ორს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთს კი – ლონდონში.

 ინფიცირებული პირები ამ დროისთვის ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს.

ბათუმში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 12 პაციენტს მკურნალობენ, ერთის მდგომარეობა კი ისევ მძიმეა.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოს  მასშტაბით, კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული, 36 გამოჯანმრთელდა,  2 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ხვიჩა მამულაძე