როგორ ცხოვრობს გერმანელი სამხედრო პანდემიის პირობებში?

“ქრონიკა+” ესაუბრა გერმანელ რობერტ გიუნტერს, რომელიც პროფესიი  სამხედრო (სერჟანტი) და  ის ქართველ მეუღლესთან ერთად საქსონიის ფედერალურ მიწაზე, ქალაქ  ქემნიცში ცხოვრობს. ქართულ-გერმანული ოჯახი 2011 წელს შეიქმნა და დიდი სიყვრულით აგრძელებ თანაცხოვრებას. ჩვენი რესპოდენტი ხშირად სტუმრობს საქართველოს მეულე მეგი სტემპენთან ერთად. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც “ქრონიკა+”-მა აღმოაჩინა, არის ის, რომ მეგი სტემპმენმა პოლონეთის და  გერმანიის ტერიტორიაზე მეორე  მსოფლიო ომის დროს ტყვეობაში დაღუპული  23 ქართველი მეომრის საფლავი იპოვა და იგი დღემდე ცდილობს მათ ოჯახებთან დაკავშირებს. “ქრონიკა+” მეგი სტემპენის საქმიანობის   შესახებ ცალკე მოამზადებს  მასალას, რომელსაც  უახლოეს დღეებში  შემოგთავაზებთ. მანამდე კი გაიგეთ, როგორ  და პირობებში ცხოვრობს ქართულ-გერმანული ოჯახი მკაცრი კარანტის დროს:

– რობერტ, როგორია ცხოვრების რიტმი იმ ქალაქში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, რა შეზღუდვები მოქმედებს იქ?

– გარეთ გასვლაზე აკრძალვებია. მაქსიმუმ, 2 ადამიანს აქვს ერთად გარეთ გასვლის უფლება. სახლის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ აფთიაქსა და პროდუქტების მაღაზიაში გასასვლელად ან ადამიანებისთვის, ვინც სამსახურში დადის. აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე  დაჯარიმდება 130 ევროთი. ასევე გერმანიაში აღდგომის დღეებში განსაკუთრებულად გამკაცრდა   უსაფრთხოების წესები.  შემცირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა და ის არდადეგების რეჟიმზეა გადასული.

– თქვენ, როგორც გერმანიის მოქალაქე, რა ინფორმაციას ფლობთ იმ ფინასურ დახმარებებზე, რასაც გერმანიის სახელმწიფო  სთავაზობს მის მოქალაქეებს?

– გერმანიამ 1 მილიარდამდე ოდენობის დახმარების პაკეტი შეიმუშავა მცირე მეწარმეებისთვის.  დახმარების მიღება შესაძლებელია ონლაინ ფორმულარის შევსების საფუძველზე.  ამ შემთხვევაში ბიუროკრატიული მხარე ძალიან გამარტივებულია.  ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ საშუალება, გადაიხადონ ქირა, კომუნალურები და მსგავსი ხარჯები, სახელმწიფო მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ეს ვალდებულება. რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება პანდემიის დასრულებამდე. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, გერმანიაში გატარებული სწორი პოლიტიკის საფუძველზე ქვეყანა არ დგას ეკონომიკური კატასტროფის წინაშე.

– მსოფლიო უკვე ალაპარაკდა პროდუქტების შესაძლო დეფიციტზე. გერმანიას რამდენად ეხება ეს საშიშროება?

– ჩემი აზრით, გერმანიას ეს კრიზისი, რა თქმა უნდა, შეეხება, მაგრამ არა ისე მძაფრად, როგორც სხვა ქვეყნებს. მიუხედავად ჭარბი იმპორტისა, ქვეყანაში პროდუქცია დიდი რაოდენობით იწარმოება, ვგულისხმობ გლეხების მოსავალსა და ქარხნებს, რომელიც აწარმოებს საკვებ პროდუქტებს. რაც მთავარია, ტუალეტის ქაღალდი საკმარისად გვაქვს,  ხუმრობით, რა თქმა უნდა.

– როგორც ვიცი, გერმანიის სამხედრო სამსახურში მუშაობთ, როგორია თქვენი სამუშაო დღის წესრიგი?

– რა თქმა უნდა, ცვლილებები   ჯარსაც შეეხო.  კადრი, რომელიც აუცილებელი არ იყო ყოფილიყო ყაზარმაში,  სახლში გამოგვიშვეს, რათა დიდი რაოდენობით ადამიანების შეკრება თავიდან აეცილებინათ და   ვირუსის გადადების საფრთხე მინიმუმამდე დაეყვანათ. სახლში ვართ და ბრძანებას ველოდებით. განსაკუთრებულ შემთხვევაში ვალდებულები ვართ, დაუყოვნებლივ გამოვცხადდეთ ადგილზე და  მიღებული ბრძანება შევასრულოთ. დაახლოებით 2 კვირის წინ მოგვიწია პოლონეთის საზღვარზე 2 დღით ჩასვლა. 65-კილომეტრიანი საცობი შეიქმნა მას შემდეგ, რაც პოლონეთმა საზღვარი ჩაკეტა და საცობში მოყოლილი ადამიანები, წითელ ჯვართან ერთად, მოვამარაგეთ საკვებით, თბილი სასმელებით და  პირველადი დახმარება გავუწიეთ.

– როგორ წარმოგიდგენიათ,  კორონაკრიზისის გადალახვის შემდეგ, ყველა აღნიშნავს, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. რა პროგნოზებს კეთებ გერმანიის სახელმწიფო?

– ვფიქრობ, ადამიანები უფრო ფრთხილები გავხდით ვირუსის გადადებასთან დაკავშირებით: ყურადღებას ვაქცევთ ხელების დაბანის სიხშირეს. ცხოვრება, ალბათ, უფრო გაძვირდება, ვგულისხმობ პროდუქტებსა და ა. შ. ცხოვრების სტანდარტებში ალბათ დიდად  არაფერი შეიცვლება, უფრო ადამიანები შევიცვლებით და ბევრ საკითხს სხვანაირად შევხედავთ.

რაც შეეხება გერმანიის სახელმწიფოს: რასაც ვკითხულობ და ტელევიზიით ვისმენ, იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის წინაშე არ დადგეს და ვიმედოვნებ, ასეც იქნება. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და დარჩით სახლში.

ლევან ქემოკლიძე