ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეცრეისი ლონდონიდან ჩამოფრინდა

მგზავრები ამ წუთებში სპეციალურ შემოწმებას გადიან. ამის შემდეგ ისინი საკარანტინო ზონაში გადანაწილდებიან. შეგახსენებთ, რომ ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.