ქობულეთში სტომატოლოგიური კლინიკა „დინა“ კარანტინს არღვევს?

ქობულეთში ლესელიძის ქუჩაზე სტომატოლოგიური კლინიკა „დინა“ ავტომატურად მუშაობს და პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში იღებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკა+“-კლინიკის მეზობლებმა მიაწოდეს.

,,ეს სტომატოლოგიური კლინიკა მფლობელს საკუთარი სახლის ეზოში აქვს გახსნილი გვერდით, კაპიტალურად გაკეთებული, სადაც თავისი ნათესავები ჰყავს დასაქმებული. თვითონ პროფესიით სტომატოლოგ-ქირურგია და ქირურგიული ჩარევის პაციენტებს თავად ღებულობს სახლში, ხოლო თერაპიულ ჩარევებს მისი ნათესავი ექიმები ახორციელებენ“, – განუცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა „ქრონიკა+“-ს, რომლის ვინაობას, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ.

„ქრონიკა+“  აღნიშნული კლინიკის მფობელს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი უარყო:

,,24 რიცხვიდან დაკეტილები ვართ, კონსულტაციებს მხოლოდ ტელეფონით გავდივართ ან თუ ვინმე ეზოში მოვიდა“.

აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად „ქრონიკა+“-მა შს სამინისტროს მიმართა:

,,ამ წუთას დაკეტილია, თუმცა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და თუ მოძრაობას შევნიშნავთ, ფაქტზე რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადეს შს სამინისტოში.

ხვიჩა მამულაძე