საფრანგეთის საელჩო რუსეთის ფედერაციაზე ,,მისტრალის” გადაცემის შეთანხმებას უარყოფს

გ5

რუსეთის ფედერაციაზე, პირველი ფრანგული ,,მისტრალის“ გადაცემის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, მოსკოვში, საფრანგეთის საელჩომ უარყო. დიპლომატიურ უწყებაში ზუსტი თარიღის დაფიქსირებაზე უარი განაცხადეს. ,,პარიზი 18 სექტემბერს, ქვეყნის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიერ წამოყენებულ ინიციატივას ეთანხმება და რუსეთის ფედერაციისათვის ვერტმფრენმზიდების გადაცემას, ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიხედვით გადაწყვეტს“ – ხაზგასმით აღნიშნავენ უწყებაში. სამშაბათს, 30 სექტემბერს ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების მინისტრმა რეი მაბუსმა ჟრნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ,,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ საფრანგეთმა რუსეთის ფედერაციას ,,მისტრალის“ კლასის ვერტმფრენმზიდები არ გადასცეს. ჟურნალისტის კითხვას რა საპასუხო ზომების მიღებას აპირებს შტატები და ნიშნავს თუ არა მისი განცხადება საფრანგეთზე ზეწოლას, მაბიუსმა პასუხი არ გასცა. ,,კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად ყველა ვარიანტი განიხილება“ – აცხადებს მაბუსი.