ამერიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი ცოლმა თოფით მოკლა

გ3

ამერიკული ქალაქის ბელ-გარდესის მერი (კალიფორნიის შტატი) დანიელ კრესპო, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის შედეგად დაიღუპა. იუწყება CBS Los Angeles-ი. პოლიციის მიერ მოპოვებული წინასწარი ინფორმაციით, 30 სექტემბერს დღისით, სახლში საკუთარ 19 წლის შვილთან (ბიჭი) წალაპარაკების დროს, რომელიც ხმამაღალ საუბარში გადაიზარდა, დანიელ კრესპოს ცეცხლსასროლი იარაღიდან მეუღლემ ესროლა და შემდეგ ჰაერში რამოდენიმეჯერ გაისროლა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება. 45 წლის ქალაქის მერი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.რ აც შეეხება მის მეუღლეს, პოლიციელებმა აგრესორი ქალბატონი ქალაქის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.