არსენ ავაკოვი უკრაინელ რადიკალებს თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს

გ2

უკრაინის შინაგან საქმეთა ,,ფეისბუქ“ მინისტრმა არსენ ავაკოვმა, ქვეყანაში მოქმედ რადიკალურ ძალებს მოუწოდა, რადას დეპუტატების თვითნებურად გასამართლებისაგან თავი შეიკავონ. ,,კიდევ ერთი ორი შურფიჩის ნაირი ნაცემი სახის ხილვა და ევროპა ჩვენს მიერ რევოლუციით მოპოვებულ ნაამაგარს ზურგს შეაქცევს, მეშინია, რომ ამერიკელებიც ანალოგიურად მოიქცევიან. გთხოვთ შეეშვით, რადას დეპუტატების თვითნებურად გასამართლებას, მალე დადგება დრო, რომელიც ყველას საკუთარ ადგილს მიუჩენს. ლუსტრაციის კანონი ქვეყანაში სიტუაციას დაალაგებს, ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ცივილურად უნდა ვიმოქმედოთ. რევოლუციური მიღწევა, შესანარჩუნებელია და ეს პატრიოტულ სულისკვეთებას ერთი ორად ამაღლებს“ – აღნიშნული განცხადება ავაკოვმა, რათქმაუნდა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააკეთა. 30 სექტემბერს ეგრეთწოდებულმა ,,სახალხო ლუსტრაციის“ აქტივისტებმა, რომლებიც მათი თქმით კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და რადას დეპუტატებს სანაგვე ყუთებში ათავსებენ. ქალაქ ოდესაში პრესკონფერენციის გასამართად ჩასული ქვეყნის უმაღლესი რადას დეპუტატის, ნესტორ შურფიჩის ცემა სცადეს, თუმცა გაუგებარი სიტუაციის შექმნის შემდეგ, სანაგვე ყუთში ,,მემარჯვენე სექტორის“ ოდესის რეგიონალური ბიუროს კოორდინატორი აღმოჩნდა. აბობოქრებულმა ბრბომ შურფიჩი ცოტა მოგვიანებით სცემა.