ბელორუსში იანუკოვიჩის რეზიდენციიდან გატანილი ანტიკვარიატით მოვაჭრეები დააკავეს

გრტ

ბელორუსიის უშიშროების კომიტეტის საიდუმლო სამსახურის სპეციალურმა აგენტებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე ბოროტმოქმედთა დაჯგუფება დააკავეს,რომლებიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი რეზიდენციიდან («Межигорье»), გატანილი ანტიკვარიატის გაყიდვას ცდილობდნენ. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს. დაკავებულთა წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სტატიით „ანტიკვარიატით უკანონო ვაჭრობა და არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა“. დაკავებულებს კლოდ მონის, ვან გოგის, ედვარდ მუნკის, კონსტანტინ იუნასა და ვასილი კანდინსკის ფერწერული ტილოები აღმოაჩნდათ. საგამომძიებლო უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ბოროტმოქმედები აღნიშნული ტილოების სანაცვლოდ ორი მილიონი ევროს მიღებას გეგმავდნენ. საქმეში ჩართულია ბელორუსიის სპეციალური სამსახურის ექსპერტ კრიმინალისტთა ჯგუფი, რომლებიც ამოღებული ხელოვნების ნიმუშების წარმომავლობისა და რეალური ღირებულების დადგენას შეეცდებიან.