დონეცკის აეროპორტში უკრაინელი მედესანტეები მოკლეს

ggt

დონეცკის აეროპორტში, ტანკის მიერ გასროლილმა ჭურვმა, უკრაინული არმიის კუთვნილი ბრონირებული მანქანა (БТР) ააფეთქა. აფეთქების შედეგად შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და რამოდენიმე პირი მძიმედაა დაჭრილი. აღნიშნული განცხადება, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე,ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ბირიუკოვმა გაავრცელა. „დონეცკის აეროპორტში,„სეპარატისტების მიერ ტანკიდან გასროლილმა ჭურვმა შვიდი უკრაინელი სამხედრო მოსამსახური სიცოცხლე იმსხვერპლა, ცხრა პირი კი მძიმედაა დაჭრილი. სამხედროები უკრაინის 79-ე აერომობილური ბრიგადის მეომრები არიან. აღნიშნული ბრიგადის მეომრები ლუგანსკთან ახლოს „Саур-Могилу“-სთვის ბრძოლებში იღებდნენ მონაწილეობას. სეპარატისტების ტანკი ლიკვიდირებულია“ – აცხადებს ბირიუკოვი. პრეზიდენტის მრჩეველი ზუსტად არ აკონკრეტებს გახსნა თუ არა საპასუხო ცეცხლი უკრაინულმა მხარემ, თუმცა აცხადებს, რომ ტანკი რომლიდანაც მოხდა ჭურვის გაშვება ლიკვიდირებულია. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლები ღამის საათებში მასიურ სახეს იღებს.