დონეცკში შეტაკებები გრძელდება

გ5

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინული მხარე სამშვიდობო შეთანხმებას ინტენსიურად არღვევს. ინფორმაციას ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ოფიციალურ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. ,,ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მკაცრად კონტროლდება, მაგრამ უკანასკნელი მონაცემებით უკრაინულმა მხარემ პირობა 16-ჯერ დაარღვია. უკრაინელი ძალოვნები დონეცკის ოლქის სოფლებს საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით ისევ ბომბავენ. ჩვენ თავს ვიცავთ და მაქსიმალურად ვცდილობთ უკრაინულ პროვოკაციას არ წამოვეგოდ. გუშინდელი დაბომბვის შედეგად 10 მებრძოლი დავკარგეთ, ასევე დაღუპულია 7 და დაჭრილია 18 მშვიდობიანი მოქალაქე.