მთავარი მსოფლიო ავღანეთის პრეზიდენტი ქვეყნის მართვას ოფიციალურად შეუდგა

ავღანეთის პრეზიდენტი ქვეყნის მართვას ოფიციალურად შეუდგა

766
0
გაზიარება

გ3

ავღანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფ განი ახმადზაი, რომელმაც ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. დაზუსტებული ინფორმაციით ინაუგურაცია ქაბულში გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს. საზეიმო ცერემონიალზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი. მათ შორის ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის დიპლომატიური უწყებები. საზეიმო ღონისძიება ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ხამიდ ყარზაიმ გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციის დაწყებიდან რამოდენიმე საათით ადრე, თვითმკვლელმა ტერორისტმა, ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალური აეროპორტის ერთ-ერთ მთავარ გასასვლელში თავი აიფეთქა.

დატოვეთ კომენტარი