დევიდ ქემერონი ევროკავშირის დატოვებით იმუქრება

გ2

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ ქემერონი მზადაა, საზოგადოებრივ მოძრაობას ჩაუდგეს სათავეში, რომლის მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის დატოვება იქნება. იუწყება გაზეთი The Telegraph. პრემიერი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ბრიუსელი ვერ შეძლებს დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების დალაგებას, გაერთიანებულ სამეფოს, ევროკავშირში უბრალოდ არაფერი ესაქმება. ,,ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, ევროკავშირმა უნდა გაიგოს, რომ ინგლისს აქვს სრული უფლება ევროპის საზღვრები მკაცრად აკონტროლოს. აუცილებელია მიგრაციის პოლიტიკის სწორად გატარება, თუმცა მიმაჩნია, რომ ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ბრიტანეთში იცხოვროს და იმუშაოს, მაგრამ ეს მსოფლიოში მიღებული ცივილური კონტროლის წესების სრული დაცვით უნდა მოხდეს. 2017 წელს ქვეყანაში რეფერენდუმია დანიშნული. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა ევროკავშირში დარჩენა, გაერთიენაბა რეფორმირებას საჭიროებს და მინდა ყველა შეუთანხმებელი საკითხი ამ დრომდე მოგვარდეს. ამ სამუშაოს მე ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, დიდი სურვილი მაქვს, რომ ბრიტანეთი აყვავებული ვიხილო და მომავალ თაობებს სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა დავუტოვო“ – აცხადებს ქემერონი. რამოდენიმე ხნით ადრე, ბრიტანეთის პრემიერი, ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე ჟან-კლოდ იუნკერის დანიშვნის წინააღდეგ გამოვიდა და მკაცრად აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის შანსებს ამცირებს.