ბარაკ ობამა რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტს გამორიცხავს

pic_165113b1395a88e9db10168855ac1b24

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რუსეთის ფედერაციასთან ნატოს შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას გამორიცხავს. აღნიშნული მოსაზრება შტატების პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ტელეკანალ CBS-ის პირდაპირ ეთერში გააჟღერა. ჟურნალისტის კითხვაზე, დგას თუ არა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო შეიარაღებული დაპირისპირების საკითხი? ობამამ მკაცრი ტონით უპასუხა : ,,არა ეს გამორიცხულია რუსეთთან ომი არ იქნება, თუმცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ ევროპასთან სამხედრო თანამშრომლობა გაამკაცრა. ალიანსის მეხუთე დებულება, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ ალიანსის წევრი, რომელიმე ქვეყანა გახდება თავდასხმის მსხვერპლი, მაშინ ორგანიზაცია ვალდებულია სამხედრო ინტერვენცია დაიწყოს. პუტინს ეს კარგად ესმის. რუსეთი ცდილობს საკუთარი მიმართულებით იაროს და უკრაინა პირად ორბიტაზე დატოვოს, თუმცა ჩვენ მიერ შემუშავებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა პუტინის გეგმები შეცვალა. ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო და რუსეთის ეკონომიკას სამომავლოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება. იმედია კრემლი ფიქრობს თუ როგორ დაათბოს ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლინობას. ჩვენ კონფრონტაციას არ ვეძებთ, მაგრამ აუცილებელია პრინციპული საკითხების დროს მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება, ამერიკას და მის მოკავშირეებს მოდუნების უფლება არააქვთ“ – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.