გოგი წულაია: „ქუთაისში „დემიშიზაციას“ ლოთები, ბომჟები და ნარკომანები ითხოვდნენ!“

ამ ადამიანს ქართულ პოლიტიკაში ბადალი არ ჰყავს, ანუ ყველა პოლიტიკურ პროცესს პერფომანსებით ეხმაურება და, შესაბამისად, მისი ყველა ან თითქმის ყველა აქტივობა სრულიად საზოგადოებამ ზეპირად იცის.
ასე, მაგალითად, იყო დრო, როცა მთელ საქართველოს მისი ფრთიანი ფრაზა ეკერა პირზე: „დროშა ვერ დაკიდენ“. ამას წინათ კი, „ოცნებას“ _ არც მეტი, არც ნაკლები _ ტუალეტის ქაღალდი და ვაზელინი გაუგზავნა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ერთ მშვენიერ დღეს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ფოსტის ფილიალთან მივიდა და… „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მისამართზე „სელპაკი“ და ვაზელინი გააგზავნა.
„კარგად უყურებთ ახლა, რაც ხდება ქვეყანაში. „ქართული ოცნების“ წევრებისგან მიმდინარეობს ბიძინას უკანალის გამოწმენდა. უხეშად აკეთებენ ამას, ამიტომ მოვედი აგერ, ფოსტაში და „სელპაკის“ ტუალეტის ქაღალდებს ვუგზავნი, რომ უფრო რბილად და ნაზად გამოწმინდონ.
ამასთან, მოვიტანე ვაზელინებიც. გამოთავისუფლებული ადგილები ხომ არის იქ, ამიტომ ვუგზავნი ვაზელინებს მსურველებს, ვინც ახლა აპირებს უკანალში მოკალათებას.
მეტი არაფერი. ეს არის დღევანდელი სიტუაციის იუმორით გადმოცემა“, _ განაცხადა გოგი წულაიამ.
ამის მერე კი რაც მოხდა ნამდვილად დაგშოკავთ, ანუ წულაიას საჩუქარი ადრესატამდე მივიდა და, როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, მმართველი გუნდის ცენტრალური ოფისიდან პერფორმანსის ავტორს დაურეკეს და ჰკითხეს, _ ეს „საჩუქრები“, კონკრეტულად, ვის გადავცეთო?
რა პასუხი გასცა ამ კითხვის ავტორს წულაიამ? _ ამას წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ.
ისე, გაფრთხილებთ, ინტერვიუ, რომელიც „ქრონიკა+“-მა ქართული პოლიტიკის ყველაზე კოლორიტულ წარმომადგენელთან ჩაწერა, უწმაწურ სიტყვებს შეიცავს, ამიტომ თუ ბილწსიტყვაობაზე ალერგია გაქვთ, გირჩევთ, ეს მასალა არ წაიკითხოთ! ასევე კარგი იქნება, თუ შეეცდებით და ჩვენი გამოცემის დღევანდელ ნომერს არასრულწლოვნებს მოარიდებთ!

მოკლედ, რა ანეკდოტით გამოეხმაურა 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას? როდის დაასრულა „დემიშიზაცია“? რატომ ეძახის „ოცნებას“ ჩერჩეტს? და, საერთოდ, რატომ უნდა პროპორციული არჩევნები? _ „ქრონიკა+“ გოგი წულაიას ესაუბრა.
და კიდევ ერთი აუცილებელი განმარტება: გოგი წულაიას მთავარი, ასე ვთქვათ, ფიშკა, მისი ქუთაისური დიალექტია. შესაბამისად, შევეცადეთ, ჩვენი საუბარი თითქმის სტენოგრაფიული სიზუსტით გადმოგვეცა, ანუ ინტერვიუში კუთხური დიალექტი, უმეტესად, დატოვებულია:

_ ბატონო გოგი, თქვენი პარტია, ე. ი., „თავისუფალი საქართველო“, ოპოზიციის აქციებს შეუერთდა. ვიცი, ოპოზიცია ქუჩაში რატომაცაა გასული, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ დამიზუსტოთ: რას ითხოვთ?
_ მოდით, კითხვაში ცოტა ცვლილება შევიტანოთ.
_ რა ცვლილება უნდა შევიტანოთ ან რატომ?
_ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმ მოთხოვნას შევუერთდით, რომ პროპორციული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რითაც არც ერთ პარტიას არ მიეცემა საშუალება, რომ უმრავლესობა ჰქონდეს.
ისე, ძალიან მიკვირს, „ნაცები“ პროპორციულისთვის რატომ იბრძვიან.
_ რატომ არ უნდა იბრძოლონ?
_ არსებული საარჩევნო სისტემით უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოვიდნენ, მაგრამ იბრძვიან _ შეტოპენ და, ჩემი აზრით, უკან ვერ გამოდიან, თორემ ის, რის დატოვებასაც ბიძინა აპირებს, უფრო „ნაცებს“ აწყობთ.
მოკლედ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოთხოვნას შევუერთდით _ ჩატარდეს სამართლიანი, პროპორციული და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც არც ერთ პარტიას არ მისცემს საშუალებას, რომ დომინანტი იყოს და გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოს.
_ პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ე. წ. პატარა პარტიებს რა შანსი გაქვთ?
_ ბევრი ახსნა რომ არ დავიწყო, კახა კუკავამ საპრეზიდენტო არჩევნებში პროცენტ-ნახევარი აიღო. ჰოდა, ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესასვლელად 0,6 ან 0,7 პროცენტია საჭირო. ასე რომ, თუ პროცენტ-ნახევარზე მეტს ვერ ავწევთ, პარლამენტში, ყველაზე მცირე, ორი კაცით შევდივართ.
_ რა აზრი აქვს, რომ პარტიას პარლამენტში ორი კაცი ჰყავდეს?
_ ორ კაცს პირობითად ვამბობ, თორემ მეტიც შეიძლება, თუმცა აზრი ორ კაცსაც აქვს იმიტომ, რომ ასეთი პარტია ხუთი-ექვსი თუ იქნება, მოილაპარაკებს, ფრაქციას გააკეთებს და ყველა გადაწყვეტილებაზე ექნება გავლენა, მათ შორის, ბიუჯეტის დამტკიცებაზეც, რაც ქვეყანაში ყველაზე მთავარია და ასევე მთავრობის დამტკიცებაზე. მოკლედ, პარლამენტში უმრავლესობით არავინ იქნებოდა და ორი, სამი თუ ხუთკაციანი პარტია ყველას დასჭირდებოდა.
_ ეს გასაგებია, მაგრამ დიდი პარტიები _ „ოცნება“ და იგივე „ნაციონალური მოძრაობაც“, პროპორციულის შემთხვევაში, პარლამენტში მეტ დეპუტატს გაიყვანენ და თქვენ რატომღა დასჭირდებით?
_ კი გაიყვანენ _ მაგის ილუზია არავის აქვს, რომ „ნაცები“ და თუ გინდ „ოცნება“ ჩვენზე მეტს ვერ გაიყვანს, მაგრამ ისეთი უმრავლესობით არ იქნება, რომ მისთვის საჭირო საკითხები გადაწყვიტოს, ანუ რაც უნდა ბევრნი იყვნენ, იმდენი არ იქნებიან, რომ გადაწყვეტილება ჩვენ გარეშე მიიღონ. აი, ესაა მთავარი, თორემ რაზეა საუბარი, ჩვენზე მეტი იქნებიან.
_ მოცემულობა ასეთია: ხელისუფლება დათმობაზე არ მოდის, ოპოზიცია კი აქციას აქციაზე მართავს. რისი იმედი გაქვთ?
_ უიმედოდ ეგენი იყვნენ! ჩვენი საკუთარი გამოცდილების იმედი გვაქვს, თან მთავრობა, რომელიც ჯიქდება და ოპოზიციას ანგარიშს არ უწევს, ხელისუფლებიდან მიდის. „ნაციონალებმა“ ამგენზე მეტი არჩევნების გაყალბება იცოდნენ, მაგრამ გაჯიქდნენ და კისერი წეიტეხეს. ახლაც ასე იქნება!
_ „ნაციონალები“ არჩევნებით წავიდნენ, ანუ მათ არჩევნებში დამარცხება აღიარეს.
_ გასაგებია, რომ ისინი არჩევნების გზით წავიდნენ და ესენიც წავლიან არჩევნების გზით. ამგენს იმდენი „ჟილკა“, არც იმდენი თავი და არც იმდენი პოლიტიკის ცოდნა აქვენ, რაც „ნაცებს“ ჰქონდათ და, სხვათა შორის, არც იმდენი სადიზმი აქვენ, რაც იმგენს ჰქონდათ, მაგრამ მაინც წააგენ. ესენიც წააგებენ. ამიტომ ჭკვიანურს იზამენ, თუ ახლა დათმობენ და პროპორციულს ჩაატარებენ. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში კოალიციის მხრივ მაინც იქნებიან, მაგრამ თუ გაჯიქდებიან, მაშინ წააგებენ და ისე დაიშლებიან, როგორც „მოქკავშირი“ დაიშალა! ეს „ქართული ოცნება“ ისეთივე ამორფულია, როგორც „მოქკავშირი“ იყო. ჰოდა, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“ გაქრა ქართული პოლიტიკის ისტორიიდან, ესენიც ისე გაქრებიან!
თუ ჭკუას იხმარენ, კაიხელა დოზით დარჩებიან.
_ ბატონო გოგი, თავად ამბობთ, რომ „ოცნებას“ იმხელა სადიზმი არ აქვს, რამდენიც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდაო. ჰოდა, ახლანდელი მმართველი გუნდი სწორედ ამას ამბობს, _ თავმოყვარე ოპოზიცია „ნაცების“ გვერდით როგორ უნდა დადგეს და მათთან ერთად თუნდაც პროპორციული არჩევნები მოითხოვოსო. ამაზე რა პასუხი გაქვთ?
_ მე „ნაციონალების“ გვერდით არ ვდგავარ!
_ აბა, ვის გვერდით დგახართ?
_ მე სიმართლის გვერდით ვდგავარ! „ნაციონალებმა“ რომ თქვან, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, მე რა უნდა ვთქვა, არა, მზე ჩრდილოეთიდან ამოდის-თქვა? მთელ მსოფლიოში ასეა _ ოპოზიცია სულ მართალს ლაპარაკობს და აქაც, ახლა ასეა. ამ წუთას ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობაა“ და სიმართლეს ლაპარაკობს. შეუფერებელია, როცა ძალადობასა და მიტინგის დაშლაზე ისინი გველაპარაკებიან, მაგრამ სიმართლეს ხომ ამბობენ, კაცო? ამის თქმის უფლება, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ, რადგან თვითონაც ჩაიდინეს, მაგრამ ამ სიმართლეს ამბობენ და მე რა უნდა ვქნა, არასიმართლის მხარე დავიკავო?
_ ცხადია, არასიმართლის მხარეს არ უნდა დადგეგთ, მაგრამ საქართველო დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ჩვენთან შეიძლება, ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგი მოუწყოს და გადადგომა მოსთხოვოს. აი, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში „დემიშიზაციის“ მოთხოვნით „ოცნების“ აქტივისტები ქუჩაში გამოვიდნენ.
_ მერე, მე რა ვქნა, ამ სისულელეში, რასაც ხელისუფლება სჩადის, ხომ არ ავყვები? ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტ შანსს აძლევს, რომ ისევ ისე ერთპიროვნულად მოვიდეს და ქვეყანაში ყველანაირი პოლიტიკური პროცესი გააკონტროლოს!
აი, ხომ ხედავთ, რა გამოუვალ სიტუაციაში ვარ? _ ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები მიდის და პოლიტიკოსმა პოზიცია ხომ უნდა გამოხატოს? ამ წაგებული და გაბანკროტებული ხელისუფლების პოზიცია ჩემმა მტერმა გამოხატოს!
ვხატავ იმას, რაც სიმართლეა! ჩემდა სამწუხაროდ, ამ სიმართლეს ამბობს ისეთი დომინანტი პარტია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“ და გაუგებრობაში ყოფნა მიწევს, მაგრამ მე „ნაციონალი“ არ ვარ! რასაც „ოცნება“ აკეთებს, რომ უნდა, ყველა გაიყვანოს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს იცით, რას ჰგავს?
_ რას?
_ ეს ჰგავს გებელსის სიტყვებს.
_ გებელსის რომელ სიტყვებს?
_ გერმანიის პროპაგანდის მინისტრი ამბობდა ამნაირ სიტყვებს, _ თუ გინდა, ადამიანი წონასწორობიდან გამოიყვანო, დააბრალე ის, რაც ყველაზე მეტად ეზარება და რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. ახლა, ეგენი პატარ-პატარა გებელსები არიან!
_ თქვენი დაკვირვებით, „ოცნების“ მთავარი გებელსი ვინ არის?
_ ივანიშვილი!
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ, ბატონო გოგი?
_ ახლა, არავინ დაგვიმტკიცოს, რომ ვინმე თავისი ნიჭით და ჭკუით რაღაცას ყვირის. იქ მთავარი განმსაზღვრელი ბიძინა ივანიშვილია და მთავარი გებელსიც ივანიშვილია!
_ რა ამის პასუხია და, ის ადამიანები, ვინც ქუთაისის ქუჩებში „დემიშიზაციის“ მოთხოვნით გამოვიდნენ, ვინ იყვნენ?
_ შვილებს ვფიცავარ, ამგენის საქციელით გაკვირდები!
_ რატომ?
_ „პროსტა“, იმდენ სისულელეს ამბობენ.
_ მაინც, რა სისულელეს ამბობენ?
_ ბიჭო, მიშას შენ ებრძვი? მიშა ებრძოდა პროპორციულ არჩევნებს, შენ ახლა იმას ებრძვი. აი, ამნაირი დეგენერატობის გაკეთება ხომ არ შეიძლება?!
ზუსტად ასეა „დემიშიზაცია“.
ჩემთვის „დემიშიზაცია“ 2006 წლის მერეა გაკეთებული, როცა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოვედი. აგენი კი „დემიშიზაციას“ ახლა იწყებენ და ეს ხომ უგუნურებაა! ამნაირი უგუნური ლოზუნგი როგორ უნდა შემოაგდო?
_ ჰოდა, ის ადამიანები, ვინც „დემიშიზაციას“ ახლა ითხოვენ, ვინ არიან?
_ მერიის, ააიპი-ს თანამშრომლები, ნახევარი _ ლოთები, ნახევარი _ „ბომჟები“, ნარკომანები და ა. შ.
აი, მაგია ტრაგედია, როცა უყურებ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების გამოყვანის საშუალება არ გაქვს და ამას მაინც აკეთებ და მაინც ჩერჩეტობ, ამას ხომ უნდა მიხვდე და თავი დაანებო?
მოკლედ, „დემიშიზაცია“ მე წლების წინ მოვახდინე და, შვილებს ვფიცავარ, მაშინ ანეკდოტიც მაქვს მოყოლილი.
_ რომელი ანეკდოტი?
_ 2008-ში მიშა პრეზიდენტად მეორეჯერ რომ გავიდა, მაშინ მოვყევი გურულის ანეკდოტი.
_ აბა, მეც მომიყევით, ბატონო გოგი.
_ გურული ჩიტს თოფს ესვრის, ვერ გაარტყამს და გაფრინდება. გურული მიაძახებს, _ ჩემთვის მკვდარი ხარ და ახლა, იფრინე, რამდენიც გინდაო.
მაშინ ტელევიზიით ვუთხარი მიშას, ჩემი ხელიდან შენ ხარ მკვდარი, ჩემი ხელიდან პრეზიდენტი არ ხარ და შენი დედაც-თქვა.
აი, ნახეთ, ბიძინა რას გვთავაზობს.
_ რას?
_ მეო არ წავალ არაფრით, სანამ მიშა სააკაშვილს მოსვლის შანსი ექნებაო. ხომ თქვა ასე?
_ დიახ, დაახლოებით, ასე თქვა.
_ ბიჭო, მე, მომწონს თუ არა, ამ მიშას ჩერჩეტს ვუძახი თუ არაჩერჩეტს, 400, 500, 600 თუ აღარ მახსოვს, რამდენი ათასი ადამიანი მხარს ხომ უჭერს?
_ მერე?
_ ეს ადამიანები ბუნებიდან ხომ არ გაქრნენ.
_ ცხადია, არ გაქრნენ.
_ არც გაქრებიან! ჰოდა, რა უნდა ვქნა მე, ოპოზიციამ? ე. ი., ბიძინა მეუბნება, ვიქნები სულ და ეს ამდენი ათასი ადამიანი დახოცეთო.
ბიჭო, მიშა ჩემი პირადი მტერი კი არ იყო. მაგასაც ეგ უნდოდა, სულ მე უნდა ვიყო, თქვენი დედაცო. ამიტომაც ვუპირისპირდებოდი და კიდევ იმიტომ, რომ მიტინგებს არბევდა.
შენც რომ იგივეს აკეთებ და იგივეს რომ ამბობ, _ მთელი ჩემი ჯილაგი და მოდგმა _ ვოლსკები, მდინარაძეები და თალაკვაძეები უნდა იყვნენ და ერთი, თქვენი დედაცო, ამას რომ მეტყვის, გავალ ქუჩაში, აბა, რას ვიზამ? აბა, იმდენი ათას ადამიანს ვერ დავხოცავ, რადგან ზოგი ჩემი ბიძაშვილია, ზოგი _ მეზობელი და ზოგიც _ რაღაცა. ამნაირი აზრი როგორ უნდა მოგივიდეს?
_ ისე, ბატონო გოგი, ხომ არ გეჩვენებათ, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებენ?
_ ამას რამდენი ხანია, ვამბობ _ მაგ შთაბეჭდილება პირველივე დღეებიდან მაქვს.
იმას ნამდვილად არ ვგულისხმობ, რომ სადმე კაფეში, ყავის სმის დროს, ბიძინა და მიშა ლაპარაკობენ, თუ როგორ უნდა განავითარონ მოვლენები. ისინი შეხვედრილები არ არიან და, რა თქმა უნდა, არ მოულაპარაკებიათ _ ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ ორივემ კარგად იცის, რომ მათი ინტერესებისთვის ასეთი სიტუაცია ჯობს.
ჰოდა, იგიც იქიდან ჩერჩეტობს და ძაბავს, მე ვარო აგერ და ჩემი ნაბადიო, მეო, კაცო, იმდენი ამომრჩეველი მყავსო, აუო და უო.
ეგია და აქედან ჩერჩეტობს და ძაბავს.
მოკლედ, არ ვამბობ, რომ მეილაპარაკენ, მარა მაგდენი ალღო და ინტუიცია კი აქვენ, რომ მიხვდენ, მათთვის რა ჯობია!
_ აი, ამ სიტუაციაში, ბატონო გოგი, რიგითმა ადამიანებმა რა უნდა გავაკთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ?
_ ჩვეულებრივმა ადამიანებმა ის უნდა გავაკეთოთ, როგორი არჩევნებიც უნდა ჩატარდეს, მჯერა, რომ ესენი დათმობენ.
_ რა იცით, რომ დათმობენ?
_ დასავლეთი ნელ-ნელა მკაცრ განცხადებებს აკეთებს. ჰოდა, ჩვეულებრივი ადამიანები უნდა მივიდეთ.
_ სად უნდა მივიდეთ?
_ ცისარტყელას მრავალი ფერი აქვს.
_ უკაცრავად, ცისარტყელა რა შუაშია?
_ საერთოდ, ცხოვრება ერთ და ორფერვანი არ არის.
_ ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ.
_ ათობით პარტია არსებობს.
_ მერე?
_ მოკლედ, ხალხი მაინცდამაინც „ნაცებით“ და „ოცნებით“ არ უნდა გადაირიოს. ორივეს თავისი ამომრჩეველი ეყოლება, მაგრამ იმდენი არ უნდა იყვნენ, რომ პარლამენტში დომინანტი გახადონ, ანუ პარლამენტში მრავალი პარტია უნდა შევიდეს, რომელიც სიტუაციას, ასე თუ ისე, დააბალანსებს და ქვეყანას განვითარების საშუალებას მისცემს და ორი პარტიის ჭიდაობის მარაზმიდან ამოიყვანს!
_ ისე, ბატონო გოგი, ამას წინათ „ოცნებას“, თუ არ მეშლება, „პამპერსები“ გაუგზავნეთ.
_ არა, პამპერსი კი არა, ტუალეტის ქაღალდი „სელპაკი“ და ვაზელინი გავუგზავნე.
_ რატომ?
_ ამ წუთას მთელი „ქართული ოცნება“ ერთ რამეს აკეთებს.
_ რას?
_ ბიძინას ჩაჯ…ულ უკანალს წმენდს!
_ უი, დედა!
_ და თვითონ გაჰყვირიან, რევოლუციონერები ვართო.
ხუნდაძე გამოვიდა, მეტრანახევრიანი კაცი როა „პრიჟოკში“, ჩემი არ იყოს _ მაგასთან შედარებით კი ვარ დევგმირი, მაგრამ მაინც. ჰოდა, იპარჭყება იქანა.
ეს არის ბიძინას უკანალის გამოწმენდა და შიგნით შეძრომა!
_ ბატონო გოგი, ძალიან ბილწსიტყვაობთ!
_ ჰოდა, „სელპაკი“ გავუგზავნე, მსუბუქად, ნაზად გამოწმინდეთ სათუთი ტაკუნები-თქვა.
კიდევ ვაზელინიც გავუგზავნე _ ბიძინას უკანალში მრავალი „სასტავი“ ხომ აპირებს შეძრომას. ჰოდა, ვაზელინი გავუგზავნე, რომ ეს შეძრომა მტკივნეული არ იყოს!
_ თქვენი გზავნილი დანიშნულების ადგილამდე მივიდა?
_ კი, სხვათა შორის.
_ რა იცით?
_ შვილებს ვფიცავარ, იქიდან წერილი მოგვივიდა, _ ვის გადავცეთო? მე ვუთხარი, _ დეირიგეთ სულ ყველამ-თქვა.
_ რა იცით, რომ „საჩუქარი“ ადრესატამდე მივიდა?
_ დაგვირეკენ.
_ საიდან?
_ „სელპაკი“ და ვაზელინი ფოსტით გავაგზავნე. ამ ემოციაში ჩემი მოწმობა მანქანაში დამრჩენია.
_ რა მოწმობა?
_ პირადობის. ჰოდა, ჩემი პარტიის თანამშრომლის მოწმობით გავაგზავნე და მას დაურეკეს ოფისიდან, _ ვის გადავცეთო? ამანაც უპასუხა, _ გახსენით და სათითაოდ დოურიგეთო. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, „ოცნების“ ოფისში გადაამოწმოთ! ზოგადად, ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მართლა ვაკეთებ!
_ ე. ი., „ოცნებამ“ თქვენი საჩუქარი, ასე ვთქვათ, „შეიწერა“, არა?
_ დიახ, დიახ.

გიორგი აბაშიძე