კოლომოისკი რუსეთს ჰააგაში უჩივლებს

გოც11

მილიარდერი, დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი, იგორ კოლომოისკი რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ ჰააგაში სარჩელის შეტანას გეგმავს. ,,გუბერნატორის“ მოთხოვნა რუსეთის მხრიდან კონპენსაციის მიღება იქნება. ,,ჩვენ ვამზადებთ სარჩელს რუსეთსი წინააღდეგ. მიგვაჩნია, რომ ბატონი იგორის ქონება უკანონოდაა დაყადაღებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უმეტესად კი ყირიმის ნახევარკუნძულზე“ – ნათქვამია დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე. თავად მილიარდერი აცხადებს, რომ მას არააქვს იმედი ქონების სრულ დაბრუნებაზე და მხოლოდ რამოდენიმე ობიექტის დაბრუნებას ეცდება. ,,მე ხომ ვიცი, რომ რუსეთთან დავას აზრი არააქვს, არც არაფერს დამიბრუნებენ, მაგრამ ვეცდები კონპენსაციის სახით სევასტოპოლში მდებარე აეროპორტის და ავტოსადგურის სანაცვლოდ, ასევე ყირიმში დაყადაღებული სასტუმროების ქსელის სანაცვლოდ 2 მილიარდი დოლარი მივიღო. მე რამოდენიმეჯერ მივმართე რუსეთის ფედერაციას, თუმცა ჩემს მოთხოვნაზე ყურიც არავინმა შეარხია“ – აცხადებს დაზარალებული გუბერნატორი.