რუსეთი ვიზებს თითის ანაბეჭდის აღების შემდეგ გაცემს

გოც9

დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნამიბიის და კიდევ რამოდენიმე ქვეყნის რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ვიზის მიმღებთა მსურველების დაკმაყოფილება მხოლოდ ანაბეჭდების აღების შემდეგ მოხდება. ინფორმაციას რუსეთსი საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის დირექტორზე ევგენია ივანოვზე დაყრდნობით, სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. ,,2015 წლის პირველი იანვრიდან, ჩვენ ახალი გეგმის განხორციელებას ვგეგმავთ, შესაბამისი ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც გარკვეული ინტერესი წარმოიქმნება, რუსეთის ფედერაციის მოსანახულებლად ვიზებს მხოლოდ თითის ანაბეჭდის აღების შემდეგ მოახერხებენ. აქ საგანგაშო და ახალი არაფერია, აღნიშნული ტექნოლოგია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში საკმაო ხანია მოქმედებს“ – აცხადებს რუსი ქალბატონი.