უკრაინა პროექტის „ახალგაზრდა მებრძოლის“ განხორციელებას იწყებს!

გოც8

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ქვეყანაში რეზერვისტთა გადამზადებას იწყებს. პროექტი სახელწოდებით „ახალგაზრდა მებრძოლი“ ქვეყნაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის სამხედრო მომზადებას ითვალისწინებს. აღნიშნული განცხადება უკრაინული ტელეარხის «112 Украина» პირდაპირ ეთერში, მინისტრთა კაბინეტის მრჩეველმა ალექსანდრ დანილიუკმა გააკეთა: „ჩვენი მოვალეობაა გავზარდოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ამისთვის სავალდებულოა მოსახლეობის ერთ მუშტად შეკვრა, ჩვენ ჩავუშვით პროექტი „ახალგაზრდა მებრძოლი“, რომელიც ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის სამხედრო მომზადებას ითვალისწინებს. სამხედრო კურსები ორთვიანია და გასაწევრიანებელთა ასაკიც განსაზღვრულია. სწავლების დასრულების შემდეგ გადამზადებული პირები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში. სამხედრო უწყება სპეციალურ ბატალიონებს შექმნის და ყოველწლიურად მოახდენს ახალგაზრდა თაობის სამხედრო თავდაცვითი საქმიანობის დახვეწას“ – განაცხადა დანილიუკმა. რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანტონ გერაშენკომ წარმოადგინა პროექტი, რომელიც ქვეყანაში მცხოვრები მოზარდების სამხედრო სწავლებას ითვალისწინებს. „აუცილებელია მოზარდებმა, რომლებიც 12-13 წელს აღწევენ, ისწავლონ სროლა და სამხედრო საქმეს გულისყურით მიუდგნენ. ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და პატრიოტულ სულისკვეთებას აამაღლებს მომავალ თაობებში“ -გერაშნეკოს სიტყვების ციტირებას სააგენტო «Интерфакс»-ი აკეთებს.