უკრაინაში მშვიდობის მარში „არ გვინდა ომი“ გაიმართა!

გოც7

უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ომის საწინააღდეგო აქციები გაიმართა. კიევი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, ოდესა, ნიკოლაევკა, დნეპროპეტროვსკი, დონეცკი – ეს ის ქალაქებია, სადაც აღნიშნული აქცია ერთდროულად დაიგეგმა და განხორციელდა. „პოროშენკო არ გვინდა ომი!“ „ეს ჩვენი ქვეყანაა!“ და „ჩვენ გვაქვს უფლება მშვიდობიანად ვიცხოვროთ!“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. უკრაინის დედაქალაქში „მშვიდობის მარშმა“ 5000 ადამიანი შეკრიბა, რომელთა საპროტესტო მსვლელობის ძირითად ლოზუნგებს წარმოადგენდა „არა ნატოს“ და „უმჯობესია ცუდი მსოფლიო, ვიდრე ომი“. ქვეყნის შინაგანი უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა და რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. აქციების დაწყებიდან რამდენიმე საათში, მომიტინგეებს კულტურის, სპოტრის და ქვეყნის საზოგადოების წამყვანი ნაწილიც შეუერთდა.