ბრუნო როდრიგესი: „აუცილებელია ახალი მსოფლიო წესრიგი!“

გოც6

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 69-ე ასამბლეის მსვლელობის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოში აუცილებელია ახალი წესრიგი, სადაც სიტყვა ომი აღარ იარსებებს: ,,აუცილებელია ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ომებზე დაფუძნებული არ იქნება და მსოფლიო ქვეყნები ერთმანეთთან, მხოლოდ ბუნებრივი რესურსების გაცვლით იქნება დაკავებული. დასავლეთის ქვეყნებმა უნდა დაანებოს ტერორისტების შეიარაღებას თავი და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავდნენ. აუცილებელია სხვა ქვეყნების შიგა საქმეებში უხეშ ჩარევაზე უარის თქმა. ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია უფლება საკუთარი კულტურის და სუვერენული ინტერესების ფონზე განვითარდეს. მინდა მაგალითად, რამდენიმე ლათინური ქვეყანა მოვიყვანო, რომლებმაც შექმნეს მოდელი (СЕЛАК), რომელიც საკუთარი ქვეყნების აყვავებისკენაა მიმართული. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ვენესუელას და არგენტინას, ქვეყნებს, რომლებსაც მსოფლიოს სავალუტო მაფიასთან უსამართლო ომის წარმოება უწევთ“ – განაცხადა როდრიგესმა. ინფორმაციას ტელეარხი Telesur-ი ავრცელებს.