ამერიკა ერაყი-სირიის ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავს

გოც5

ამერიკის შეერთებული შტატები ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წევრთა სამხედრო ბანაკებს, ისევ ინტენსიურად ბომბავს. როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებმა, ახალი საჰაერო შეტევის დროს, უპილოტო ბომბდამშენი აპარატები გამოიყენეს. საჰაერო თავდასხმის შედეგად, საერთო ჯამში ამერიკულმა მხარემ ქალაქ ჰასეკში, შვიდი სარაკეტო გაშვება განახორციელა. ამერიკული სამხედრო უწყების ოფიციალური განცხადებით, დანგრეულია ათობით შენობა, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ბოევიკები ბაზირებდნენ. ასევე ლიკვიდირებულია ტერორისტთა სამწვრთნელო ბაზა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. პენტაგონის განცხადებით, სირიის ხელისუფლება გაფრთხილებულია, რომ ტერორისტებზე საჰაერო შეტევები სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.