სერგეი ლავროვი: „რუსეთი საკუთარ პოზიციას არ შეცვლის!“

გოც4

რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან მიმართებაში, დასავლური სანქციების ფონზე პოზიციას არ შეიცვლის. აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ,,Bloomberg“-თან ინტერვიუს დროს გააკეთა: „ჩვენ პოზიციას არ შევცვლით. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი მიდგომაა, პირველ რიგში რუსეთი უკრაინელ ხალხზე ფიქრობს, ისინი ჩვენი სისხლით მონათესავები არიან. მინდა გულახდილად გითხრათ, რომ სანქციები არ გვაღელვებს, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გადაიტანა და როგორმე ამ ლაბირინთიდანაც გამოვალთ. არამგონია, დღეს შექმნილი მდგომარეობით მხოლოდ რუსეთი დაზარალდეს, მოდით დაველოდოთ და ერთად გავაკეთოთ შემდგომი ანალიზი. რაც შეეხება ამერიკული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელის ოცნებას, რომ როგორმე რუსეთის ფედერაცია იარაღის წარმოების შეჯიბრში ჩაითრიონ, მინდა გაფრთხილება მივცე – არ გირჩევთ! ჩვენ საკმარისზე მეტი იარაღი გვაქვს და თქვენთან მხოლოდ სპოტრული ასპარეზობების დროს გაჯიბრებას ვგეგმავთ“ – განაცხადა ლავროვმა.