სერგეი ლავროვი: „შტატები ტერორისტებს ცუდ და კარგ ნაწილად ჰყოფს!“

გოც3

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, 27 სექტემბერს, გაერთიანებული ორგანიზაციის 69-ე ასამბლეის ფორმატის ფარგლებში ორგანიზაციის გენერალურ მდივანს პან გი მუნს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრისას, მხარეებმა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები განიხილეს. რუსი დიპლომატი კორეის ბირთვული პრობლემის საკითხსაც შეეხო. ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე განთავსდა: „უკრაინის კრიზისი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. მინსკის შეთანხმება ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა შესრულდეს. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას სურს ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს, კეთილი ინებონ და საკუთარ ხალხთან მისასვლელი გზა იპოვნონ. მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი გზაა აღმოსავლეთ რეგიონში ომი დასრულდეს. აქ, ყველა სხვა ძალა ზედმეტი ვართ, მხოლოდ შიგა საუბრით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით შეძლებს უკრაინის პოლიტიკური ელიტა სასურველი შედეგის მიღწევას და მშვიდობის მოპოვებას. რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოქმნილ ექსტრემისტულ კერებს, აღნიშნულ საკითხში აუცილებელია ერთად დგომა, ტერორიზმი ეს 21-ე საუკუნის სენია და პრობლემას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოდ. მინდა მივმართო ამერიკის შეერთებულ შტატებს, შეეშვან ტერორისტების ცუდ და კარგ ნაწილად დაყოფას, მსგავსი კლასიფიკაცია შტატებს სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანს“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.