ფხენიანი კონფედერაციული მოდელის მომხრეა

გოცჰ2

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი სუ ენმა, გაერთიანებული ერების 69-ე ასამბლეის მსვლელობის დროს სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიო თანამეგობრობას ორი კორეის კონფედერაციის მოდელით გაერთიანება შესთავაზა. ИТАР-ТАСС-ის ცნობით: „ჩრდილოეთ კორეა ორი ქვეყნის გაერთიანების მომხრეა, კავშირის არაამბიციური მოდელის გამო, რომელიც მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს, არამედ მსოფლიოში მიღებული კონფედერაციული ფორმების დამკვიდრებისთვის. ეს ერთადერთი გზაა, რომ ომი შევაჩეროთ და ორი ქვეყანა ერთმანეთთან ღირსეულ თანაცხოვრებას მიეჩვიოს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, უმჯობესია, საკუთარ პრობლემებს მიხედოს. მინდა შევახსენო ამერიკული პოლიტიკური ელიტის წევრებს, რომ მათ ოცნებას, როგორმე კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა რუქიდან გააქრონ, განხორციელება არ უწერია. თუკი ამერიკა მის პოლიტიკურ ხედვებს შეცვლის, მინდა დაგარწმუნოთ,კორეის ბირთვული პრობლემა მოგვარებადია“ – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის პირველმა დიპლომატმა.