ობამა მსოფლიოს რუსეთის წინააღდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდებს!

oba1

ბარაკ ობამა ისევ რუსულ აგრესიაზე საუბრობს და მსოფლიო თანამეგობრობას რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მოქალაქეებისადმი ტრადიციული მიმართვის დროს, 27 სექტემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ: „შტატები ისტორიის სწორი ნაწილის მხარეზე დგას და სხვა დანარჩენი ქვეყნები, უბრალოდ ვალდებულნი არიან ამერიკის მხარდამხარ იყვნენ. ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რუსეთის ფედერაციის შესაჩერებლად არ იშურებს, გასაძლიერებელი და დასახვეწია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვეცდებით, ამ ქვეყნის ეკონომიკა დემოკრატიულად და სწორად განვითარდეს. მსოფლიო ვალდებულია რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია დაგმოს და აღნიშნულ საკითხში სრულ ერთობას მიაღწიოს“ – ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთის ფედერაცია მსოფლიო მშვიდობის საფრთხედ მოიხსენია და ლამის ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით განიხილა. ობამას საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ურჩია ,,ცეცხლთან“ თამაშსს შეეშვან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მათ მიერ ხელოვნურად წარმოქმნილ ექსტრემისტულ კერების ჩაქრობას მიხედონ, რომლებსაც შტატები უკვე ვეღარ აკონტროლებს“.